Thumbnail

რუსი პოლიციელი აქტივისტს: ხანდახან ვნანობ, რომ ახლა 1937 წელი არ არის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინტერნეტში Pussy Riot-ის წევრების დაკითხვის კადრები გავრცელდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დროს, “ლუჟნიკის” მოედანზე რუსული პოლიციის ფორმებში გამოწყობილი ოთხი ადამიანი შეიჭრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო პოლიტიკური აქცია ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ!

მოედანზე შეჭრილი ადამიანები პანკ-როკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები იყვნენ, რომლებიც პუტინის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან. მოგვიანებით, მათ თავიანთი მოთხოვნებიც გამოაქვეყნეს: 1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს; 2. არ ჩასვან ადამიანები ციხეში ‘ლაიქების’ გამო; 3. შეწყდეს უკანონო დაკავებები პოლიტიკური აქციების დროს და ა.შ. (იხილეთ სტატია).

მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკავებულია ოთხი პირი - სამი ქალი და ერთი მამაკაცი. ინტერნეტში კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც მოედანზე შეჭრის შემდეგ, ორი აქტივისტის დაკითხვას ასახავს.

“შენ, პირუტყვო, ვინ ხარ? სახელი, გვარი მამის სახელი!.. დ***ვით ხო რუსეთს?” - ასე მიმართავს რუსი პოლიციელი ერთ-ერთ აქტივისტს დაკითხვისას და აგრძელებს: “იცით, რომ ფიფა რუსეთს ამის გამო საქნციებს დააკისრებს?.. ხანდახან ვნანობ, რომ ახლა 1937 წელი არ არის. დ***ვით, რუსეთს, არა?”

- Наручники сюда! На обоих! Ты, тварь, кто такая?! Имя, фамилия, отчество?! А вы знаете, что Россия за это будет платить штрафные санкции ФИФА? - Почему? - Покачену. Вы Россию подставили под санкции! Я иногда желаю, что сейчас не 37-й год. Обосрали Россию, да?! Наконец-то все в стране возвращается на свои места, а то будто в запое целый месяц были.

Posted by Anton Naumlyuk on კვირა, 15 ივლისი, 2018

1937 საბჭოთა კავშირში სტალინის ე.წ. “დიდი ტერორის” წელია!

"დიდი ტე­რო­რის" (დიდი წმენდა, სტალინის რეპრესიები) პე­რი­ოდ­ში, 1937 წლის ივლისიდან 1938 წლის ნოემბრამდე, საბჭოთა კავშირში რეპ­რე­სი­რე­ბულ იქნა 1,5 მილიონი ადამიანი. მათ შორის, ნახევარი დახვრიტეს!..

კომენტარები

ბოლო ამბები