Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრებმა მუნდიალზე ისტორიულ შედეგს მიაღწია
  • ხორვატიაში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ხორვატიის ეროვნული გუნდის მთავამა მწრთნელმა ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ოთარ გიორგაძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც პატარა ქვეყნის დიდ წარმატებას ეხებოდა. დალიჩის თქმით, მისი გუნდის წარმატება სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის ვრცელ კომენტარს ქვემოთ გაეცნობით...

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი)

“მთელი ტურნირის განმავლობაში იღბალი ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ არა ფინალურ შეხვედრაში, განსაკუთრებით კი თერთმეტმეტრიანის და ავტოგოლის ეპიზოდებში. როდესაც მესამე და მეოთხე გოლები გავუშვით, რთული იყო ძალების მოკრებვა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, ფინალში მარცხმა ფეხბურთელები დაამწუხრა, მაგრამ ჩვენ თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევაა.

ძალიან მიხარია ლუკა მოდრიჩის გამო, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. მან დიდი წვლილი შეიტანა წარმატებაში და მეორე მხრივ, გუნდიც დაეხმარა მას რომ ასე კარგად ეთამაშა. 

ჩვენ ავტობუსზე ასეთი წარწერაა: “პატარა ქვეყანა, დიდი ოცნება” - ეს არის სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ხორვატიაა და იგივე საქართველო. უნდა გქონდეს ოცნება და ამბაცია, არასდროს დანებდე და ბოლომდე უნდა გჯეროდეს. ვიყურები უკან და მეამაყება როგორც ჩემი გუნდი, ისე ჩემი ქვეყანა"

კომენტარები

ბოლო ამბები