Thumbnail

ბუფონის წარუმატებელი დებიუტი პარიზულ კლუბში | ოთხი გოლი მესამელიგელისგან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პსჟ 2:4 შამბლი
  • პარიზული კლუბი მესამელიგელ გუნდთან დამარცხდა

პარი სენ-ჟერმენმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბმა მეორე შეხვედრა გამართა. პარიზელებმა პირველ ამხანაგური შეხვედრა სენტ ჟენევივთან 1:0 მოიგეს, ერთადერთი გოლი ლასანა დიარამ გაიტანა, ხოლო მეორე შეხვედრაში მესამელიგელ კლუბთან დამარცხდნენ. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი.

პარი სენ-ჟერმენის მთავარ გუნდს აკადემიის ფეხბურთელები დაემატნენ - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა.

შამბლის პირველ სახიფათო შეტევას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ბუფონმა ვერ მოიგერია. 36-ე წუთზე იტალიელმა მეკარემ მეორე გოლიც გაუშვა - ტუხელმა ბუფონი 41-ე წუთზე შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში შამბლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბს მორიგი გოლი გაუტანა - 3:0. საბოლოოდ შამბლის მოთამაშეებმა 4:2 მოიგეს.

სამწუხაროა, რომ ბუფონის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. იტალიელმა მეკარემ ორი გოლი გაუშვა და მესამელიგელ კლუბთან წააგო. პარიზელები მომდევნო შეხვედრას უკვე საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გამართავენ. მათი მეტოქეები იქნებიან: ბაიერნი, არსენალი და მადრიდის ატლეტიკო.

კომენტარები

ბოლო ამბები