Thumbnail

ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესოები დაასახელა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიფამ მუნდიალის საუკეთესოები გამოავლინა
  • საუკეთესო მოდრიჩს, საუკეთესო ახალგაზრდა კი მბაპეს ერგო...

დღეს გამართული ფინალის შემდეგ, რომელიც საფრანგეთმა 4:2 მოიგო, ფიფამ საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ლუკა მოდრიჩი პირველი ხორვატი გახდა, რომელმაც მუნდიალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, მანამდე საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო - დავორ შუკერს 1998 წელს ჰქონდა მოგებული.

საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

ლუკა მოდრიჩმა შესანიშნავი ტურინირი ჩაატარა, ყველა მატჩი მაღლ ტემპში და თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა - გაუტანა არგენტინას, გაუტანა ნიგერიას, პენალტი გააფუჭა დანიასთან, თუმცა შემდეგ პენალტების სერიაში მაინც აიღო კასპერ შმეიხელის კარი. ლუკა მოდრიჩ გახდა მუნდიალების ისტორიაში პირველი ხორვატი, ვინც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ფრანგების მარჯვენა ფლანგელი, წელს რუსეთში დაფრინავდა. მოატყუა ყველა, ვის წინააღმდეგაც ბურთით დადგა. პერუსთან გატანილ გოლს, მერვედფინალში არგენტინასთან დუბლი დაუმატა, საბოლოოდ თინეიჯერმა ტურინირი ფინალში გატანლი გოლით დააგვირგვინა.

საუკეთესო ბომბარდირი: ჰარი კეინი (ინგლისი)

ჰარი კეინი რუსეთის მუნდიალის ბომბარდირი გახდა, თუმცა ბევრი თვლის, რომ ინგლისელმა ტურინირი ჩააგდო - პირველ მატჩში ტუნისთან გატანილ დუბლს, მან 3 პენალტი და 1 ლოფტუს-ჩიკის დარტყმულიდან ასხლეტილი ბურთი დაუმატა. პლეი-ოფებში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდს მისი დახმარება, კეინმა ერთი პენალტის გარდა ვერაფერი გაიტანა.

საუკეთესო მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია)

 ბელგიელთა ბრწყინვალე ფორმას, კარში ტიბო კურტუას საოცარი თამაშიც დაემატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრაზილიასთან მატჩი, სადაც ჩელსის 'კიპერმა' ყველაფერი მოიგერია. კურტუა მესამე ბელგიელი მეკარეა, ვინც ტურინირს საუკეთესოდ დაასახელეს, პირველად ეს ჯილდო ჟან მიშელ პფაფმა მიიღო (1986) და შემდეგ მიშელ პრუდომმა (1994).

 

კომენტარები

ბოლო ამბები