Thumbnail

Pussy Riot-ის პროტესტი მუნდიალის ფინალზე - ჯგუფის წევრები დაცვამ ვერ შეაჩერა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფინალის დროს, მოედანზე რუსული პოლიციის ფორმებში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი შეიჭრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ფემინისტური პანკ-ჯგუფის და, როგორც საკუთარ თავს ხშირად მოიხენიებენ, ‘მემარცხენე ანტიკაპიტალისტური იდეოლოგიის მატარებელი მოძრაობის’ Pussy Riot-ის წევრები არიან.

ეს ფაქტი მათ თავიან ტვიტერზე დაადასტურეს და სურვილებიც გაახმოვანეს:

1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს
2. არ ჩასვან ადამიანები ციხეში ‘ლაიქების’ გამო
3. შეწყდეს უკანონო დაკავებები პოლიტიკური აქციების დროს
4. შესაძლებელი გახდეს რუსეთში პოლიტიკური კამპანიების წარმოება
5. შეწყდეს კრიმინალური ქეისების ფაბრიკაცია
6. მიწიერი მილიციონერი გადაიქცეს ზეციურ მილიციონერად

კილიან მბაპე პროტესტმა არ შეაშინა

Pussy Riot-მა საზოგადოების ყურადღება პირველად 2012 წლის 21 თებერვალს მიიპყრო - მათი 5 წევრი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის (‘ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!’) გამო გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს.

ამის შემდეგ Pussy Riot მისმა ორმა წევრმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ და მარია ალიოხინამ დატოვეს და საკუთარი შეხედულებებისთვის ბრძოლა დამოუკიდებლად გააგრძელეს. რამდენი ადამიანია ამჟამად ჯგუფში და ვინ არიან ისინი - ამის დაზუსტებით თქმა რთულია.

კოლექტივის წევრებს ხშირად ფერად ტანსაცმელში შემოსილებს შეხვდებით ღონისძიებებზე, რომლებიც მეტწილად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ფემინისტური პროტესტებისკენ არის მიმართული.

კომენტარები

ბოლო ამბები