Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს პრეზენტაცია 16 ივლისს გაიმართება
  • რონალდოს ღია წერილი რეალის ფანებს

კრიშტიანო რონალდო 112 მილიონ ევროდ მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში გადავიდა. 16 ივლისს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ოფიციალური წარდგენაა. 33 წლის მადეირელი უკვე იტალიაშია, სადაც საბერძნეთიდან ჩავიდა. ბოლო დღეებში კრიშტიანო ოჯახთან ერთად სწორედ საბერძნეთში ისვენებდა.

კრიშტიანო ტურინის აეროპორტში ნაშუადღევს გამოჩნდა და მას იუვენტუსის ტვიტერის ოფიციალური გვერდი პირველი მიესალმა. რონალდო გელფრენდ ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ჩავიდა იტალიაში. 16 ივლისს დილით რონალდო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, მედიას წარუდგება, როგორც ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი. 

Hala Madrid!

კრიშტიანოს წერილი დღეს რეალ მადრიდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც აქ გთავაზობთ:

"ეს წლები მადრიდში და რეალში ჩემთვის ალბათ, ყველაზე ბედნიერი იყო. ძალიან მადლიერი ვარ მადრიდის, რეალის, ყველას მადლობა ამ წლებისთვის. მაგრამ ვხედავ, რომ ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდება. ამიტომაც ვთხოვე რეალის ხელმძღვანელობას, მიეღოთ ჩემი ტრანსფერის შეთავაზება. მე ასე ვგრძნობ და ყველა ფანს ვთხოვ, გამიგოს. 

ბრწყინვალე ცხრა წელიწადი გავატარე, 9 უნიკალური სეზონი. მაგრამ ეს წლები ძალიან რთულიც იყო ჩემთვის, რადგან რეალში სულ სხვა დონის მოთხოვნებია. ფანტასტიკური თანაგუნდელები მყავდა, როგორც მოედანზე ისე მოედნის მიღმა, რეალს ფანტასტიკური ფანები ჰყავს. ჩვენ ყველამ ერთად ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. და, რა თქმა უნდა, რეალი დამეხმარა ინდივიდუალურ წარმატებაში - მოვიგე 4 "ოქროს ბურთი" და 3 "ოქროს ბუცი. ყველა ეს ჯილდო ამ დიდებულ კლუბში გატარებულ დროში მივიღე. რეალმა ჩემი გული დაიპყრო, ჩემი ოჯახის გულიც. ყველაზე მეტად ახლა მინდა მოვუხადო მადლობა ყველას რეალში, დირექტორებს, პრეზიდენტს, თანაგუნდელებს, ექიმებს, მწვრთნელთა შტაბს. 

მადლობა ასევე ესპანურ ფეხბურთს. ამ წლებში დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია, ყველას დიდ პატივს ვცემ. ახლა კი ახალი თავგადასავლის დრო მოვიდა. მე წავედი, მაგრამ ჩემთვის "სანტიაგო ბერნაბეუ" ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილად დარჩება. დაბოლოს, დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე ჩემი 9-წლიანი კარიერა რეალში - ჰალა მადრიდ"!

კომენტარები

ბოლო ამბები