Thumbnail

ნოლე დაბრუნდა - ჯოკოვიჩმა მეოთხე უიმბლდონი მოიგო

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი - კევინ ანდერსონი 6:2, 6:2, 7:6
  • სამხრეთაფრიკელისთვის ეს უიმბლდონზე მიღწეული საუკეთესო შედეგია

უიმბლდონის 2018 წლის გათამაშება სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. ამჟამად, მსოფლიო რეიტინგის 21-ე საფეხურზე მყოფმა ჯოკოვიჩმა, მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი სამ სეტში - 6:2, 6:2, 7:6 დაამარცხა. დღევანდელი ფინალი ნოლეს ნამდვილი ტრიუმფი იყო. სერბმა უიმბლდონის თასი კარიერაში მეოთხედ აღმართა.

კევინ ანდერსონი - უიმბლდონის ფინალისტი

კევინ ანდერსონისთვის კი, ფინალისტობა უიმბლდონზე დაფიქსირებული მისი საუკეთესო შედეგია. ის ამ ტურნირზე 2008 წლიდან გამოდის, მაგრამ წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია და მე-4 რაუნდს იქეთაც არასდროს წასულა. ეს მისი პირველი ფინალი იყო. 32 წლის ანდერსონმა, ფინალამდე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მეოთხე რაუნდში, მან ტურნირს გაელ მონფილსი გამოთიშა. ¼ ფინალში, კევინმა მანამდე უდანაკარგოდ მიმავალი როჯერ ფედერერიც დატოვა უიმბლდონს მიღმა. ½ ფინალში კი, ანდერსონი მსოფლიოს მე-9 ჩოგანს, ამერიკელ ჯონ ისნერს გაუმკლავდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონს 2005 წლიდან თამაშობს. 2011 წლამდე, სერბი ½ ფინალამდე ორჯერ მივიდა. 2011 წელს კი, პირველად მოიგო დიდი სლემის პრესტიჟული ტურნირი. 2014 და 2015 წლებში, ჯოკოვიჩი ზედიზედ ორჯერ გახდა უიმბლდონის გამარჯვებული.

თავის მეოთხე უიმბლდონური ფინალი ნოლემ აქტიურად დაიწყო. მატჩის დებიუტში, ანდერსონი ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა, უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკელმა საკუთარი 2 მოწოდება წააგო, პირველი სეტის ბედიც იოლად გადაწყდა - 6:2 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

მეორე სეტის პირველი მოწოდება ანდერსონმა კვლავ წააგო და ჯოკოვიჩი კვლავ დაწინაურდა. მეორე სეტი თითქმის პირველის სცენარით წარიმართა. ანდერსონი კვლავ აგებდა საკუთარ მოწოდებებს. შესაბამისად, სერბს უპირატესობა ხელიდან წამითაც არ გაუშვია. ეს სეტი ნოვაკის ნამდვილი ტრიუმფი იყო, მას ყველაფერი გამოსდიოდა - 6:2.

მესამე, გადამწყვეტი სეტი ანდერსონმა უკეთ დაიწყო და მთელი მატჩის მანძილზე, ამ სეტში ნოლე მეტოქეს 1:2-ზე პირველად ჩამორჩა. თითქოს, მისი უპირატესობა ისეთი საგრძნობი აღარ იყო. სპორტსმენები საკუთარ მოწოდებებს სტაბილურად იგებდნენ. თუმცა, ბოლოს აშკარად იმარჯვა ჯოკოვიჩის კლასმა და გამოცდილებამ. 7:6 და ამით ყველაფერი დასრულდა. ჯოკოვიჩმა კარიერაში მეოთხედ აღმართა უიმბლდონის თასი.

ამ წარმატების შემდეგ, 9-თვიან პერიოდში პირველად, ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის ათეულში დაბრუნდება. განახლებული რეიტინგი ხვალ, 16 ივლისს გამოქვეყნდება.

Novak Djokovic wins fourth Wimbledon title

A fourth #Wimbledon title: sealed ✅ The moment Novak Djokovic has been waiting for... #TakeOnHistory

Posted by Wimbledon on კვირა, 15 ივლისი, 2018

 

კომენტარები

ბოლო ამბები