Thumbnail

ტოჩინოშინი თითქმის გამოირიცხა - გაგამარუ ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის ბაშოზე დაბრუნება თითქმის გამორიცხულია
  • გაგამარუ ჯურიოს დივიზიოში მეხუთედ დამარცხდა
ტოჩინოშინი ტრავმირებული ფეხით

ნაგოიას ბაშო ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გარეშე გრძელდება. ქართველი ოძეკი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ტურნირს ვეღარ დაუბრუნდება. ტოჩინოშინი ერთ-ერთი ფავორიტი იყო 5-0 ბალანსით, მაგრამ ტამავაშისთან წაგებამ და ფეხის მყესის დაზიანებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. 

ბაშოზე არც სამი დიდი ჩემპიონია - კისენოსატო, ჰაკუჰო და კაკურიუ ტრავმების გამო გამოეთიშნენ. დარჩენილთაგან მხოლოდ ორ სუმოისტს აქვს მოგებული იმპერატორის თასი (თითოჯერ) და ისინიც - ოძეკი გოეიდო და ყოფილი ოძეკი კოტოშოგიკუ - ისე ცუდად ასპარეზობენ, რომ შანსი ნაკლებად აქვთ. 
ნაკაბის (8 დასრულებული დღე) შემდეგ კი ნაგოიას ბაშოს დაუმარცხებლად სეკივაკე მიტაკეუმი ლიდერობს 8-0 ბალანსით. 

ჯურიოს დივიზიონში ცუდად ასპარეზობს ყოფილი კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). 8 დღის შემდეგ მას 3-5 ბალანსი აქვს, ბოლოს გაგამარუ იორიკირით ცურუგიშოსთან დამარცხდა. გაგამარუს მორიგი მეტოქე ვაკატაკაკაგეა. იმისთვის, რომ გაგამარუ მეორე ელიტური დივიზიონიდანაც არ გავარდეს, მან სულ მცირე, 5 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია დადებითი ბალანსით ნაგოიას ბაშოს დასრულება და რეიტინგში წინსვლა, ამისთვის დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან 2-ზე მეტი არ უნდა წააგოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები