Thumbnail

სამაგალითო ანტე რებიჩი | ხორვატმა ფორვარდმა თანასოფლელებს კრედიტები დაუფარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი არასდროს ივიწყებს პატარა სოფელს, სადაც გაიზარდა
  • დღეს 24 წლის ანტე რებიჩს მსოფლიოს ჩემპიონობამდე სულ ერთი ნაბიჯი აშორებს

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა მშობლიური სოფლის მაცხოვრებლებს კრედიტები სრულად დაუფარა. სოფელი, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა, დაახლოებით 500 მოსახლეს ითვლის.

რებიჩი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასთან მატჩის გმირი გახდა, როდესაც მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა და სათავე დაუდო მესისა და კომპანიის განადგურებას.

"ის ქალაქ სპლიტის სიახლოვეს, პატარა სოფელში გაიზარდა. მას არასდროს დავიწყებია თავისი ფესვები მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისა უკვე იტალიურ ფიორენტინაში გადავიდა", - ყვება ანტეს მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში ლოვრო შინდიკი, რომელმაც Vijesti-ს განუცხადა, რომ ფეხბურთელმა ერთ დღეს თანასოფლელებს ყველა კრედიტი დაუფარა. 

მიმდინარე მუნდიალზე ანტე რებიჩმა ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 

დღეს ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება

24 წლის ხორვატი ფეხბურთელი ამჟამად ფრანკფურტის აინტრახტის ღირსებას იცავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები