Thumbnail

ვესტ ჰემის ისტორიული სატრანსფერო რეკორდი - ანდერსონი ლონდონშია

  • ბრაზილიელი ფეხბურთელი ლონდონელებს ლაციოდან მოჰყავთ
  • ასეთი თანხა, კლუბის ისტორიაში, არც ერთ ფეხბურთელში არ გადაუხდიათ

ლონდონის ვესტ ჰემის ოფიციალურ გვერდზე, კლუბმა საზეიმოდ განაცხადა, რომ მათთვის სარეკორდო თანხის სანაცვლოდ, 25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი - ფელიპე ანდერსონი იტალიური ლაციოდან ნისლიან ალბიონზე გადმოინაცვლებს და ახალი სეზონიდან, “ჩაქუჩების” მაისურს მოირგებს.

ბრაზილიელმა მანუელ პელეგრინის გუნდთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. ანდერსონის კონტრაქტი გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვესტ ჰემი ფინანსურ დეტალებს ჯერ არ ახმაურებს, ინგლისური საინფორმაციო საშუალებებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლონდონელებმა ბრაზილიელში 33,5 მილიონი ფუნტი, დაახლოებით, 38 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბონუსების ჩათვლით, ეს თანხა, შესაძლოა, 42 მილიონ ფუნტამდეც (47 მლნ ევრო) ავიდეს.

“მართლა ძალიან გახარებული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ისეთ კლუბში ვითამაშო, როგორიც ვესტ ჰემია - დიდი ტრადიციების კლუბში. აქ ისეთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ბობი მური, კარლოს ტევესი და პაოლო დი კანიო. ისინი ვესტ ჰემის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელები იყვნენ. რა იცი რა ხდება და შესაძლოა, აქ მეც მივაღწიო მათ სიმაღლეებს. ეს ნამდვილად ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ კლუბის წევრი გავხდი. მიდა, მადლობა ვუთხრა კლუბის მეპატრონეს - დევიდ სალივანს, რომელმაც ძალა არ დაიშურა, რომ მის გუნდში ვენახე” - განაცხადა ანდერსონმა წარდგენაზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები