Thumbnail
  • ძველი ამბები ფინალის გარშემო...
  • ტურამის დუბლი და ნაომარი ქვეყნის დამსხვრეული ოცნება

დღევანდელი ფინალისტები, მუნდიალზე ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ, როდესაც მასპინძელი საფრანგეთი, ნახევარფინალში ნაომარი - ზვონიმირ ბობანის, პროსინეჩკის და დავორ შუკერის ხორვატიას შეხვდა.

შუკერი საფრანგეთის მუნდიალზე დაფრინავდა, ნახევარფინალსაც მიროსლავ ბლაზევიჩის გუნდი შუკერის გოლით იგებდა, თუმცა ხორვატების ოცნება - ემე ჟაკეს მარჯვენა მცველმა, პარმას, იუვენტუსის და ბარსას ყოფილმა კაცმა, ახლა პოლიტიკოსმა და სოციალურმა აქტივისტმა - ლილიან ტურამიმ დაასამარა.

უცნაურია, ტურამი ნაკრებში ჩატარებული მატჩებით რეკორდმსენია - 142 შეხვედრა და ამ დროის მანძილზე 1994-2008 წლებში, ნაკრების მაისურით სულ 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე ხორვატიასთან ნახევარფინალში!

საფრანგეთმა ფინალი ბრაზილიას, უკვე ზიდანის თავურებით მოუგო... ზიდანის და ტურამის გუნდი, 2006-შიც მივიდა ფინალამადე, სადაც დრამატულად მარჩელო ლიპის იტალიასთან დამარცხდა.

დღეს, ფრანგები ფინალში სწორედ ხორვატებს ეთამაშებიან... მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე არც ზიდანი იქნება, არც შუკერი და პროსინეჩიკისაც ვერ ვნახავთ - ბარსელონას, რეალის და დიდი გუნდების მოთამაშეები არც დღევანდელ შემადგენლობებს აკლია...

კომენტარები

ბოლო ამბები