Thumbnail
  • ლეონარდო ბონუჩი, სავარაუდოდ, მილანიდან წავა
  • ჯანლუიჯი ბუფონი ყოფილ თანაგუნდელს პსჟ-ში ეპატიჟება

მას მერე, რაც ტურინის იუვენტუსიდან მილანში გადავიდა, თითქმის აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ ლეონარდო ბონუჩი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. არადა, იუვეში თამაშის დროს ბევრი მას თავის პოზიციაზე პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდა. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან მილანი ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს და არც იტალიის ჩემპიონობისთის იბრძვის. შესაბამისად, ბონუჩი დიდ სცენაზე აღარ ჩანს. თუმცა იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯი 31 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს უმაღლეს დონეზე კიდევ 2-3 წელი მაინც ითამაშებს.

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბონუჩი მილანიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ბონუჩის ხელფასი მილანში წელიწადში 10 მილიონი ევროა, რითაც ის “როსონერის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ფინანსური ფეარ პლეის გამო, მილანი ვალდებულია, ზაფხულში ტრანსფერებიდან მინიმუმ 50 მილიონი ევრო აიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუჩი გაყიდვის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

ჯანლუიჯი ბბუფონი და ლეონარდო ბონუჩი საუკეთესო მეგობრები არიან

“გაძეტაში” ასევე ვკითხულობთ, რომ ბონუჩი სავარაუდოდ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდება. როგორც იცით, ფრანგულმა გრანდმა ახლახან ჯანლუიჯი ბუფონი გადაიბირა და ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ჯიჯი ცდილობს, ბონუჩი პსჟ-ში გადასვლაზე დაითანხმოს. ცნობილია, რომ ბუფონი და ბონუჩი საუკეთესო მეგობრები არიან. გარდა ამისა, იტალიური პრესა იმასაც წერს, რომ ბონუჩის ყიდვა მანჩესტერ სიტისაც სურს.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები