Thumbnail

თორნიკე ნაგლიაშვილმა ევროპის თასი მოიგო | ექვსივე ბრძოლა იპონით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაარბრიუკენი 2018 | ევროპის თასი - თორნიკე ნაგლიაშვილის ოქროს მედალი
  • ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ევროპის თასი იმართება, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც ასპარეზობენ. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი ვიხილეთ: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ჩადუნელი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - გერმანელმა ფლორიან პახელმა მას გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. თორნიკე ნაგლიაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველმა ძიუდოისტმა ექვსივე ბრძოლა იპონით მოიგო! ფინალურ ბრძოლაში ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევს იპონით სძლია და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

15 ივლისს კიდევ სამი ქართველი იჭიდავებს: ლაშა შავდათუაშვილი (-81კგ), გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ), ბექა ღვინიაშვილი (-100კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები