Thumbnail

ბელგიის ისტორიული შედეგი! ინგლისი სახლში მედლის გარეშე ბრუნდება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბელგია 2:0 ინგლისი
  • მუნიე (4), აზარი (82)
  • ბრინჯაოს მედლები ბელგიას...

ინგლისის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალზე მესამე ადგილისთვის მატჩი ბელგიელების წინააღმდეგ ითამაშა და გარეტ საუთგეიტის გუნდი მეტოქესთან მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

შეხვედრა ბელგიელთა აქტიურობით დაიწყო, ერთ-ერთი კონტრ-შეტევისას რომელუ ლუკაკუმ ბურთი მარცხენა ფლანგზე ნასერ შადლის გადააწოდა, ვესტ ბრომვიჩის ნახევარმცველმა საჯარიმოში ჩააწოდა და მუნიემ ბურთი ინგლისელთა კარში ჩაჭრა...

4' - მუნიეს გოლი

ინგლისელებმა პირველი ტაიმი ინერტულად ჩაატარეს და მეტოქისთვის დიდი ხიფათი არ შუქმნიათ, ერთადერთი რეალური მომენტი ჰარი კეინს ჰქონდა, მუნდიალის მიმდინარე ბომბარდირს დარტყმა არ გამოუვიდა

23' - კეინის ეპიზოდი

მეორე რეალური მომენტი ინგლისელებს, შეხვედრის მეორე ნახევარში შეექმნათ, როდესაც ერიკ დაიერმა მარკუს რაშფორდთან გაითამაშა, ტოტენჰემის საყრდენი საჯარიმოში შეიჭრა, კურტუას ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა ტობი ალდერვეირელდმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

71' - დაიერის მომენტი

ინგლისელთა შეტევებს, ბელგია კონტრ-შეტევებით პასუხობდა, ერთი-ერთი ასეთი მომენტისას კევინ დე ბრუინემ კარგად გახსნილ ედენ აზარს შესანიშნავი პასი გაუკეთა, ჩელსის შემტევმა პიკფორდს მარტივად, ახლო კუთხეში გაუტანა.

82' - აზარის გოლი

საბოლოოდ მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, ეს ბელგიელთა საფეხბურთ ისტორიაში საუკეთსო შედეგია მუნდიალებზე, ბოლოს მესამე ადგილისთვის მატჩი 1986 წელს ითამაშეს, სადაც ფრანგებთან დამარცხდნენ.

საინტერესო ფაქტები

► 1990 წლის შემდეგ ინგლისმა მეორედ დაიკავა მუნდიალზე მეოთხე ადგილი, რაც 1966 წლის შემდეგ საუკეთესო მიღწევაა...

►  ინგლისმა ორი მატჩი ზედიზედ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად წააგო, სადაც ჯგუფში ჯერ იტალიასთან დამარცხდნენ, შემდეგ ურუგვიაისთან.

►  ედენ აზარმა ბელგიის 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 4 საგოლე გადაცემა).

►  ტომას მუნიე გახდა მეათე ბელგიელი ვინც ამ მუნდიალზე გაიტანა და ამით ბელგიელებმა გაიმეორეს საფრანგეთის (1982) და იტალიის (2006) რეკორდი.

►  ეს იყო ინგლისისთვის საიუბილეო 100-ე მატჩი დიდ ტურნირზე - 69 მსოფლიოს ჩემპიონატზე, 31 ევროპის ჩემპიონატზე...

მატჩის გმირი: თომას მუნიე (ბელგია)

ბელგიის ნაკრების და პარი სენ ჟერმენის მარჯვენა მცველმა, საფრანგეთთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა დღეს დაბრუნდა და ინგლისელბს სწრაფი გოლი გაუტანა - ამან რობერტო მარტინესის გუნდს საშუალება მისცა მთელი მატჩი უკანა ხაზიდან ეთამაშა და თავი უფრო ორგანიზებულად დაეცვათ.

იმედგაცრუება: ჰარი კეინი (ინგლისი)

მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემის ფორვარდი ტურინირის ბომბარდირი ხდება, აშკარაა, რომ ინგლისელების ცხრიანმა ტურინირი ჩააგდო - პირველ მატჩში ტუნისთან გატანილ დუბლს, მან 3 პენალტი და 1 ლოფტუს-ჩიკის დარტყმულიდან ასხლეტილი ბურთი დაუმატა. დღესაც ვერ გაიტანა, ხორვატებთან მატჩის მსგავსად, აქაც რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და ნაკრები დააღალატა.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები