Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა მუნდიალის ფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა
  • 49 წლის ფრანგმა ხორვატებთან თამაშის წინ სამი მთავარი კომპონენტი დაასახელა
  • დიდიე დეშამმა ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესისა და ედენ აზარს შეადარა  

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, რომელსაც 15 ივლისს ხორვატიასთან გამართავს, ჟურნალისტებთან გუნდის სამზადისსა და თავის მოლოდინზე ილაპარაკა.

"უდიდესი ბედნიერება და პატივია, ითამაშო ასეთ შეხვედრაში. უკეთესი არ არსებობს. სამი რამაა მთავარი: სიმშვიდე, თავდაჯერება და კონცენტრაცია და ეს ყველაფერი სათანადო დოზით.

ეიფორიაში არ ვართ. კმაყოფილები ვართ, ჩვენ ხომ ფინალში გავედით, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ მომავალი მატჩი - წლის უმთავრესი დაპირისპირებაა. და მხოლოდ შედეგი გვანახებს, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ თუ სადღაც რაღაც დავაკელით". 

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს ფინალისთვის მეორედ ამზადებს

ორი წლის წინ ევრო 2016-ზე საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში პორტუგალიასთან წააგო (0:1), დიდიე დეშამი კი აცხადებს, რომ მას შემდეგ გუნდი შეიცვალა.

"ჩვენ ხვალინდელი თამაშისთვის გარკვეულწილად შევცვალეთ მიდგომა. ფინალი განსხვავებული მოვლენაა. დღევანდელი ნაკრები კი სულ სხვაა. 14 ფეხბურთელი, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე გამოდის, არ იყო ევრო 2016-ზე. რაც შეეხება ხორვატიას, ამ გუნდის ფეხბურთელებს საკლუბო გამოცდილება აქვთ.

ჩვენ, პირველი მატჩიდან მოყოლებული, გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებებს ვეთამაშებოდით. დიახ, ჩემი გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ გვყავს ცხრა მოთამაშე, რომლებიც ევრო 2016-ზე გამოდიოდნენ და პირადი გამოცდილებით იციან, რისი გაკეთებაა აუცილებელი. ეს ძალიან დაგვეხმარება".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალზე უკვე გააჩერა ლიონელ მესი და ედენ აზარი. დეშამი კი არ ფიქრობს, რომ ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ თამაში უფრო იოლი იქნება:

"მესიც და მოდრიჩიც ძალიან მობილური მოთამაშეები არიან. ლუკა ძალიან, ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც უდიდეს საფეხბურთო ცოდნასა და ტექნიკურ არსენალს ფლობს. მას უდიდესი გავლენა აქვს თავის გუნდზე. აზარი და მესი ინდივიდუალური მოქმედებებით გამოირჩევიან, ხორვატები კი უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, სადაც მოდრიჩის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს, ლუკა ყველგანაა - მოედნის ცენტრშიც, შეტევაშიც. აზარი და მესი კი, რაც უნდა იყოს, მაინც თავდამსხმელები არიან".

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში აფრიკული წარმომავლების მოთამაშეების ყოფნაზეც ილაპარაკა: 

"საფრანგეთის ნაკრებში არიან აფრიკული და სხვა ქვეყნების წარმომავლობის მქონე მოთამაშეები და ეს ამდიდრებს ფრანგულ ფეხბურთს. ჩვენ ყველა ფრანგი ვართ და ვამაყობთ ამით. არ ღირს ახლა ლაპარაკი იმაზე, ვინ სად დაიბადა, სად გაატარა ბავშვობა, სად ცხოვრობს მისი ოჯახი თუ მეგობრები, თუმცა, გასაგებია, რომ სხვა ქვეყნებშიც გვიქომაგებენ".

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები