Thumbnail

U20 საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U20 საქართველო 81:77 U20 კოსოვო
  • 17 ივლისი: U20 საქართველო v U20 ფინეთი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი U20 კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდა და 81:77 დაამარცხა მეტოქე..

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა სუსტად ჩაატარა და 14:21 დათმო. მეორე მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა, დიდი შესვენების შემდეგ კი ჩერქეზიშვილის გუნდმა მკვეთრად მოუმატა და მესამე მეოთხედი 19:10 მოიგო. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და ძირითადი დრო ფრედ, 68:68 დასრულდა. ოვერტაიმში ქართველებმა უფრო ზუსტად ისროლეს და შედეგად, U20 საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ალექსანდრე ფევაძე იყო 25 ქულით. 12 ქულა მოაგროვა სანდრო მამუკელაშვილმა, ხოლო 11 გიორგი კორსანტიამ 

B დივიზიონის მატჩებს ბულგარეთის დედაქალაქი, სოფია მასპინძლობს. ტურნირში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი გუნდმა პირველი მატჩი პოლონეთთან დათმო, წინ კი ფინეთთან და პორტუგალიასთან მატჩებია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები