Thumbnail

საოცარი ნახევარფინალები და ღირსეული ფინალისტები | გადამწყვეტი მატჩი უიმბლდონზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდერსონი 3:2 ისნერი - ჩოგბურთელებმა 6 საათი და 36 წუთი ითამაშეს
  • ჯოკოვიჩი  ნადალი - 

უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ორივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. პირველ ნახევარფინალში კევინ ანდერსონმა ჯონ ისნერს ხუთ სეტში, 7:6, 6:7, 6:7, 6:4, 26:24 მოუგო. ჩოგბურთელებმა ოთხ სეტში ტაი ბრეიკზე გაარკვიეს სეტის გამარჯვებული. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო, მეხუთე სეტი გამოდგა, სადაც ჩოგბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. საბლოოოდ შეხვედრა ანდერსონმა მოიგო და ფინალში გავიდა. მატჩი 6 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შეხვედრაშიც გამარჯვებულის გამოვლენას ხუთი სეტი დასჭირდა. სერბმა პირველი და მესამე სეტის მოგება მოახერხა, ნადალმა კი მეორე სეტში იმარჯვა, რის შემდეგაც მატჩის გაგრძელება მეორე დღისთვის გადაიდო.

ესპანელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩმა 10:8 მოიგო და ფინალში გააღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები