Thumbnail
  • ლონდონის ჩელსიმ მაურიციო სარი წარადგინა
  • იტალიელმა აბრამოვიჩის კლუბთან 3-წლიანი კონტრქტი გააფორმა

ის, რაც დიდი ხნის წინ გადაწყდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია: ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა! იტალიელმა გათავისუფლებული თანამემამულე, ანტონიო კონტე შეცვალა და ჩელსისთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩელსიში და პრემიერლიგაში ვიმუშავებ. ეს ჩემს კარიერაში ძალიან საინტერესო ახალი თავგადასავალია. იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივრებს საინტერესო ფეხბურთს შევთავაზებთ და სეზონის ბოლომდე ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ,” - ასეთი იყო სარის პირველი სიტყვები ჩელსის მთავარი მწვრთნელის რანგში.

აღსანიშნავია, რომ სარის ხელში ნაპოლიც ძალიან საინტერესო, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. 59 წლის იტალიელის ხელში ნეაპოლელებმა სამ წელიწადში ორჯერ მეორე ადგილი დაიკავეს, ერთხელ კი - მესამე. 2017 წელს სარი იტალიის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები