Thumbnail

მატჩის წინ | ბელგია V ინგლისი - გულგატეხილების მატჩი ბრინჯაოს მედლისთვის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
მატჩის წინ LIVE მიმოხილვა
  • 14 ივლისი / 18:00 / სანკტ პეტერბურგი / ბელგია V ინგლისი
  • მუნიე მწყობრშია, კეინიც დაიწყებს...

გარეტ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები, რუსეთის მუნდიალის მესამე ადგილისთვის მატჩს, სანკტ პეტერბურგში - ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბელგიამ მესამე ადგილისთვის მატჩი ბოლოს 1986 წელს ითამაშა, ხოლო ინგლისმა მომდევნო მუნდიალზე 1990-ში, ორივე შემთხვევაში დღევანდელი მატჩის მონაწილეები დამარცხდნენ.

თუ დღეს ბელგიამ მოიგო, ეს იქნება ამ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი მუნდიალებზე, ხოლო ინგლისელების გამარჯვების შემთხვევაში, გარეტ საუთგეიტის გუნდი 1966 წლის შემდეგ საუკეთსო შედეგს დააფიქსრირებს, ასევე კუნძულელები გაიმეორებენ ქალთა ეროვნული გუნდის მიღწევას, რომლებმაც 2015 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავეს.

ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხდა „მირჩევნია წავაგო, ვიდრე საფრანგეთმა რაც ითამაშა, ისეთი ფეხბურთი ვითამაშო...“ განაცხადა ედენ აზარმა მატჩის შემდეგ. ფრანგებთან მატჩი, დისკვალიფიკაციის გამო ტომას მუნიემ გამოტოვა, რომელიც დღეს მწყობრშია.

ინგლისელებმა დრამატული 120 წუთიანი ნახევარფინალი ხორვატებთან წააგეს, გარეტ საუთგეიტს 72 საათის შემდეგ ახალგზრდების მოტივირება გაუჭირდება, თუმცა ეს მატჩი კალინინგრადის შეხვედრისგან მაინც განსხვავებული იქნება, ორივე გუნდს სურს, რომ სახლში მედლით დაბრუნდეს.

"ამ ბიჭებმა და მწვრთნელმა, სანაკრებო ფეხბურთისადმი ინტერესი დამიბრუნეს" ამბობს მატჩის წინ მაიკლ ოუენი...

გამოკითხვა

ვინ გავა მესამე ადგილზე?

  • ბელგია
  • ინგლისი

იცოდით?

ინგლისელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი, 1990 წელს მასპინძელ იტალიასთან - 2:1 წააგეს, მატჩში პირველი გოლი კი ახალგაზრდა რობერტო ბაჯომ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეირელდი, ვიცელი, დე ბრუინე, შადლი, მუნიე, ფელაინი, აზარი, ლუკაკუ.

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგაუირი, ტრიპიე, ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, დელფი, სტერლინგი, კეინი.

მსაჯი: ალირეზა ფაგჰანი

კომენტარები

ბოლო ამბები