Thumbnail

‘დამიმტკიცეთ!’ ჩერჩესოვი დოპინგზე კითხვის გამო გაბრაზდა და ოთახიდან გაიქცა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დოპინგის შესახებ კითხვამ გაანერვიულა
  • სტანისლავ ჩერჩესოვმა “შპიგელთან” ინტერვიუ შეწყვიტა
  • მისი მომავალი რუსეთის ნაკრების თავკაცის რანგში გაურკვეველია

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი ძალიან განერვიულდა, როცა “შპიგელის” ჟურნალისტმა წინასწარ შეთანხმებული ინტერვიუს დროს დოპინგის შესახებ კითხვა დაუსვა. 54 წლის სპეციალისტმა ნერვები ვერ მოთოკა, გაბრაზდა და ინტერვიუ შეწყვიტა.

სტანისლავ ჩერჩესოვი

“მკითხეთ ისეთი რაღაცები, რაც ფაქტებითაა დამტკიცებული, ან დამიმტკიცეთ და ასეთ კითხვებზე პასუხს მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ!” - უთხრა ჩერჩესოვმა გერმანელ ჟურნალისტს და “შპიგელის” ინფორმაციით, მაშინვე დატოვა ოთახი. თუმცა მოგვიანებით, გარკვეული დისკუსიების შემდეგ, რუსეთის ნაკრების დამრიგებელი ოთახში დაბრუნდა და ინტერვიუ გაგრძელდა.

დაბრუნების შემდეგ “შპიგელის” ჟურნალისტმა ჩერჩესოვს ასეთი კითხვა დაუსვა: “ნუთუ რუსეთში არ ესმით, რომ დოპინგის უდიდესი სკანდალის შემდეგ, რუსი სპორტსმენების მიმართ ეჭვების არსებობა ლოგიკურია?”

► ჩერჩესოვის პასუხი: “რუსეთში არავის აინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ!”

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები, ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გავიდა და მეოთხედფინალის ჩათვლით, რუს ფეხბურთელებს ყველაზე მეტი კილომეტრი ჰქონდათ ნარბენი.

გერმანელმა ჟურნალისტებმა ჩერჩესოვს მისი გუნდის თამაშის და მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის შეფასება სთხოვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: “მუნდიალის პრიზი მსოფლიოს თასია, რომელიც ჩვენ ვერ მოვიგეთ. არც მედლები მიგვიღია. შესაბამისად, ეს არ იყო წარმატება. ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიეთ!”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები