Thumbnail

'დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ...' ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოდან მოიხსნა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნა
  • გაგამარუს გამარჯვება

სუმოს ახალი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბაშოდან მოიხსნა - მიზეზი ტრავმაა, რომელიც მას გუშინ მონღოლ ტამავაშისთან ბრძოლაში მიუღია. ქართველმა სუმოისტმა მარცხენა ტერფზე მყესი დაიზიანა. ასე რომ, დღეს ბაშოზე ქართველის მეტოქე შოდაი გამარჯვებას უბრძოლველად მიიღებს. 

ტოჩინოშინი 2000 წლის მერე პირველი დებიუტანტი ოძეკია, ვინც ბაშოდან მოიხსნა

ტოჩინოშინს ბაშოზე 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, მას დადებითი ბალანსის მიღწევამდე სულ სამი მოგება სჭირდება. ის იმედოვნებს, რომ დაბრუნებას შეძლებს, თუმცა ექიმების პროგნოზი არ არის ასე ოპტიმისტური.

გთავაზობთ მის მცირე ინტერვიუს, რომელიც დილით ტოჩინოშინმა იაპონურ გამოცემას მისცა:

ასე აცხადებენ, როცა რიკიში ბაშოდან მოიხსნება

NHK: რა სახის დაზიანება გაქვთ?

ტოჩინოშინი: შოდაისთან ბრძოლის შემდეგ ფეხზე ყინული რამდენიმე საათით მედო და ტკივილმაც, თითქოს, გაიარა, მაგრამ დილისკენ ცერა თითი კიდევ უფრო გასივდა და გაცილებით მტკივნეულია. ამ  ფეხზე დაბიჯებაც კი მიჭირს. 

NHK:  მომენტი, როცა ტრავმა მიიღეთ...

ტოჩინოშინი: როცა მეტოქემ ილეთი გააკეთა, მუხლით დავეცი ბაშოზე და ფეხი ძალიან ცუდად დავაბიჯე.

NHK:  რა დიაგნოზი დაგისვეს?

ტოჩინოშინი: MRI  შემოწმება უკვე გავიარე. მოტეხილობა არ არის, მყესი ცოტათი გაწყვეტილია.

NHK: ყველა იოკოძუნა ტრავმირებული იყო და თქვენი, როგორც ახალი ოძეკის მოლოდინები დიდი იყო...

ტოჩინოშინი: მეც ძალიან მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ არ მსურს ასეთი კონდიციით გამოსვლა, ძალის გამოყენების შანსიც კი არ მაქვს.

NHK: არის თუ არა იმის შანსი, რომ ამ ბაშოს დაუბრუნდებით?

გუშინდელი ბრძოლის შემდეგ

ტოჩინოშინი: ახლა ტოკიოში დავბრუნდები და ჰოსპიტალში სრულ შემოწმებას გავივლი. ვნახოთ. 2-3 დღის განმავლობაში დავაკვირდები, თუ უკეთესობას ვიგრძნობ, დაბრუნება ძალიან მინდა. 

თუ ტოჩინოშინი ბაშოზე ვერ დაბრუნდება, მას უარყოფითი ბალანსი - 5-10 - დაუფიქსირდება და კადობანში გადავა. ანუ მომდევნო ბაშოზე, რომელიც სექტემბერში ტოკიოში გაიმართება, ლევანმა აუცილებლად დადებით ბალანსი უნდა დააფიქსიროს. წინააღმდეგ ის ოძეკის რანგიდან დაქვეითდება და ისევ სეკივაკე გახდება.

ტოჩინოშინი პირველი შინ-ოძეკია (დებიუტანტი ოძეკი) 2000 წლის მერე, ვინც ტურნირიდან მოიხსნა (მუსოიამას შემდეგ). სუმოს თანამედროვე ეპოქაში ასეთი რამ სულ 10-ჯერ მოხდა.  

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა ჰომარეფუჯი. ქართველს 3-4 ბალანსი აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები