Thumbnail

U20 საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U20 საქართველო 58:59 U20 პოლონეთი
  • 14 ივლისი: საქართველო v კოსოვო

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი U20 პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 58:59 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და ძალიან დასანანი მარცხი იწვნია. პირველი ტაიმი ჩერქეზიშვილის გუნდმა 30:22 მოიგო და მთლიანობაში, გაცილებით უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მესამე მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა, დასკვნით მეოთხედში კი ქართველმა კალათბურთელებმა მკვეთრად მოუკლეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს და უპირატესობა გაანიავეს. შედეგად, U20 საქართველოს ნაკრებმა ერთ-ქულიანი სხვაობით წააგო.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი დავით აფხაზავა იყო 13 ქულით. 9 ქულა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 5 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა და ამდენივე სანდრო მამუკელაშვილმა

B დივიზიონის მატჩებს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მასპინძლობს. ტურნირში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია და პოლონეთის გარდა, კოსოვოსთან, ფინეთთან და პორტუგალიასთან მოუწევს დაპირისპირება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები