Thumbnail
  • ხორვატთა კაპიტანმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
  • 32 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის ნაკრებს ტურნირის მოსაგებად ყველაფერი აქვს
  • მადრიდის რეალის ნახევარმცველი მზადაა, ჩემპიონთა ლიგაში ოთხ გამარჯვებას შეელიოს

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ყველაფერის აქვს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიოანტზე გამარჯვების მოსაპოვებლად.

მუნდიალის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან დამატებით დროში გამარჯვების (2:1) შემდეგ, ხორვატები მუნდიალის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებენ - 15 ივლისს, "ლუჟნიკიზე" საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

მადრიდის რეალის 32 წლის ნახევარმცველი არ მალავს, რომ მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებდა.

"ჩემპიონთა ლიგაში ოთხივე გამარჯვებას დავთმობდი მუნდიალის ოქროს გამო. მიუხედავად იმისა, რა მოხდება ფინალში, ეს ხორვატული სპორტისთვის მაინც უდიდესი წარმატებაა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩემპიონობა გვწყურია.
 
თავდაჯერება არ გვაკლია, გვაქვს ხასიათი. გვაქვს ყველაფერი, რაც სჭირდება გუნდს, რათა მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.

მუნდიალის "ოქროს ბურთი"? ამაზე ყველა მეკითხება, მაგრამ ეს საკითხი არ მაღელვებს. ჩვენ უნდა შევძლოთ. თუ ამ ბოლო ნაბიჯს ვერ გადავდგამთ… ეს უნდა გავაკეთოთ.

მწარედ მახსოვს ლილიან ტურამის გოლები 1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალში. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, რომ ამას გამოვასწორებთ. სხვას არაფერს ვიტყვი", - აქვეყნებს მოდრიჩის ნათქვამს Goal.com.

როდესაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებმა ბრინჯაო მოიპოვა, მოდრიჩი 13 წლის იყო.

მოდრიჩს რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 2013/14, 2015/16, 2016/2017 და 2017/2018 წლების სეზონებში გაუმარჯვია.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები