Thumbnail

12 ნაკრები, მათ შორის საქართველო! 2022 წლიდან ევროპის ჩემპიონატი გვექნება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბი და რაგბი ევროპა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას ფიქრობენ
  • ევროპის ჩემპიონატზე 12 ნაკრები ითამაშებს

პოპულარული ფრანგული სარაგბო გაზეთი Midi Olympique რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს - მალე შეიძლება, რაგბიში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს.

ამ თემაზე ერთობლივად მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია (World Rugby) და რაგბი ევროპა (Rugby Europe) მუშაობენ. ისინი განიხილავენ, ოთხ წელიწადში ერთხელ ევროპის ჩემპიონატის მოწყობის პერსპექტივებს. 

წინასწარი ინფორმაციით, სადებიუტო ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 
6 ერის ნაკრებებს - ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიასა და იტალიას, დაემატებიან: საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია და რუსეთი. 

ტურნირი დიდი ალბათობით, ზამთარში გაიმართება, რომ ზაფხულის ტესტებს ხელი არ შეეშალოს და ეს არ მოხდება 2022 წელზე ადრე. ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, რომ ახალი ტურნირისთვის სპონსორების მოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით, საქმე სასიკეთოდ მიდის. 

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამით საქართველოს და მსგავს ქვეყნებს რაგბის განვითარების უდიდესი სტიმული მიეცემათ. 

ფორმატში სამ ვარიანტს განიხილავენ: 2 ჯგუფს 6-6 გუნდად, 3 ჯგუფს თითეულში 4 გუნდით, ან 4 ჯგუფს თითოეულში 3-3 გუნდით. 

lerugbynistere.fr რაგბის ფრანგი გულშემატკივრების გამოკითხვა მოაწყო 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელთა 82% მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატის იდეას მხარს უჭერს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები