Thumbnail
  • ინფანტინოს თქმით, 2022 წლის მუნდიალის შემოდგომა-ზამთარში ჩატარება გადაწყვეტილია
  • ტურნირის გამართვის ტრადიციული ვადების დარღვევის მიზეზი ყატარული კლიმატია
  • ფიფას პრეზიდენტის თქმით, ფეხბურთელები ამ პერიოდში უფრო კარგ ფორმაში იქნებიან

გადაწყვეტილია, რომ ყატარში ზაფხულობით მაღალი ტემპერატურის გამო, ამ ქვეყანაში ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შემოდგომა-ზამთარში ჩატარდება. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ახლახან დააზუსტა, რომ მომავალი მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ინფანტინო მიიჩნევს, რომ ყატარში ტურნირის ჩვეულ დროს, ზაფხულში ჩატარება, ფეხბურთელებს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელს შეუშლის.

"გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ყველა ლიგა და ყველა მათგანი გრაფიკს ამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიუსადაგებს. მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ივლისში ყატარში თამაშს აღარავინ მოისურვებს. აი, ნოემბერსა და დეკემბერში კი იქ თამაში უკვე შეიძლება. ფეხბურთელები კარგ ფორმაში იქნებიან, რადგან ეს სეზონის დასაწყისი იქნება", - უთხრა ინფანტინომ ჟურნალისტებს.

მუნდიალის შემოდგომა-ზამთარში ჩატარების გადაწყვეტილება უკომენტაროდ არ დატოვა წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა:

"ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება. მსოფლიოს თასი ყოველთვის იყო სასურველი სპექტაკლი ზაფხულობით, ფეხბურთისგან თავისუფალ დროს და არასდროს - შუა საფეხბურთო სეზონში. დიდი სირცხვილი, მოგვიწევს კიდევ 8 წელიწადი ლოდინი".

 ყატარში გასამართი მუნდიალი ბოლო ტურნირი იქნება, სადაც 32 ნაკრები ითამაშებს. 2026 წლიდან მუნდიალში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

2022 წლის მუნდიალი, რომელიც ფიფას 22-ე მსოფლიოს ჩემპიონატია, შემოდგომა-ზამთარში ისტორიაში პირველად ჩატარდება.

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ტურნირს პირველად უმასპინძლებს ახლო აღმოსავლეთი და ასევე ქვეყანა, სადაც აბსოლუტური მონარქიაა.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები