Thumbnail

‘დიდი ძუძუების’ სკანდალი | დანიელი ფეხბურთელებისა და ფანების სახალისო ამბავი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მუნდიალზე გამოფენილი ბანერის გამო ფიფა დანიელებს 20 000 $-ით აჯარიმებს
  • არის თუ არა დანიელი ფეხბურთელების სიმღერა და ფანატების ბანერი სექსისტური

დანიის ნაკრების გულშემატკივრებმა, რუსეთში მიმდინარე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრალიასთან მატჩის (1:1) დროს, ტრიბუნებზე თავიანთი დროშები გამოფინეს, ერთ-ერთზე კი ეწერა "store patter". ქართულად ეს "დიდ ძუძუებს" ნიშნავს.

ქომაგების ამ ნაბიჯს, რომელსაც დიდი ამბავი მოყვა, თავისი პრეისტორია აქვს.

'უხამსი' შეძახილი

ყველაფერი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც დანიელები მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩს ირლანდიის ნაკრებთან ატარებდნენ. გამარჯვებას დანია მუნდიალზე გაყავდა და ამიტომ, შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ დანიელმა ფეხბურთელებმა ირლანდიას გადაუარეს - 5:1, გასახდელში კი გახარებულებმა სიმღერა შემოსძახეს, სადაც ქალის დიდი მკერდი იყო ნახსენები.

"ვინ მოიგო დღეს? ეს იყო დანია! გამარჯობა, ჰეი-ჰეი, ეს დიდი ძუძუებია!" - სიმღერა, მსგავსი შინაარსის ტექსტით, მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ნაკრების ფეხბურთელის მათიას იორგენსენის გვერდზე გაჩნდა.

Hvem var det, der vandt i dag?! ⚽️💪🏼🇩🇰 #FORDANMARK

Posted by Herrelandsholdet on ხუთშაბათი, 22 მარტი, 2018

რა თქმა უნდა, სექსიზმთან მებრძოლებმა ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და ერთი ამბავი ატეხეს. მათ დანიის ფეხბურთელთა საქციელს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდეს და გუნდის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება მოითხოვეს.

ფემინისტებს მხარი დანიის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის საბჭომაც აუბა. ეთიკის ექსპერტებმა ფეხბურთელებს მოუწოდეს, "ასჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან", სანამ გამარჯვების აღნიშვნას ასეთი ფორმით დააპირებენ.

ფიფა სექსიზმის წინააღმდეგ

ავტორიტეტულმა დანიურმა გამოცემა DR.dk-მა თავის საიტზე გამოკითხვაც ჩაატარა, რათა მომხდართან დაკავშირებით მკითხველების აზრი გაეგო.

გამოკითხულთა უმეტესობისთვის "store patter"-ზე სიმღერაში მიუღებელი არაფერია

რესპონდენტთა 79%-მა უპასუხა, რომ შეძახილსა და ბანერს წარწერით "დიდი ძუძუები", არ მიიჩნევს ვინმესთვის შეურაცხმყოფელად. და რომ, საერთოდაც, ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვების შემდეგ შეუძლიათ იყვირონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა მიიღო. 
   
მაგრამ ფიფაში სხვაგვარად განსაჯეს და დანიის ფეხბურთის ფედერაციას ბანერის გამო 20 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.

დანია-ავსტრალიის მატჩი მუნდიალის C ჯგუფში ფრედ 1:1 დასრულდა

რა გასაკვირია - ამ ორიგანიზაციის ჩინოვნიკები ტელემაუწყებელ კომპანიებს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დროს ზედმეტად დიდ დროს უთმობენ მომხიბვლელ ქომაგ გოგონებს. 

სოლიდარობა ბიჭებს

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი ეთიკის საბჭოს რეკომენდაცია უგულვებელყო და განაცხადა, რომ გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
 
"ჩვენი ფეხბურთელები - დიდი ბიჭები, მამაკაცები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში აღწევენ წარმატებას. ამ სიმღერაში არაა სექსისტური ქვეტექსტი. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, ვუკარნახოთ მათ, როგორი სიმღერა უნდა იმღერონ გასახდელში და როგორი არა", - განაცხადა თავის დროზე დანიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა დირექტორმა იაკობ ჰეიერმა.

და ყველაზე საინტერესო - დანიის ნაკრების ფეხბურთელებს მხარდაჭერა თავად ქალთა ნაკრების მოთამაშეებმაც გამოუცხადეს. გოგონებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ვინმეს მიერ ამ სიმღერის შეურაცხყოფად მიღება სრული სიგიჟეა.

მაგალითად, ტერეზა ნილსენმა თქვა, რომ ფეხბურთელებს შეუძლიათ ილაპარაკონ და იყვირონ ყველაფერი, თუკი ეს კონკრეტულ ადამიანს ან მის პირად გრძნობებს არ ეხება.

დანიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ტერეზა ნილსენი ბიჭებს სოლიდარობას უცხადებს

დანიის ქალთა ნაკრების მეკარე სტინა ლიუკემ კი ირონიულად იკითხა, დანიის ფედერაციის ეთიკის საბჭოს სხვა გლობალური პრობლემა არ აქვს, "დიდ ძუძუებს" ამხელა ყურადღებას რომ უთმობსო?!

და ბოლოს, გამარჯვების აღსანიშნავად შეძახილი "store patter" დანიაში პოპულარული არამხოლოდ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებშია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული უამრავი ვიდეოს მოძიება შეიძლება, სადაც ანალოგიური შეძახილით წარმატებას დანიელი კალათბურთელები და თქვენ წარმოიდგინეთ, ტანმოვარჯიშე გოგონებიც აღნიშნავენ. 

დანიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა 1/8-ფინალში, ხორვატიასთან პენალტების სერიაში მარცხით (1:1, პენ 2:3) დაასრულდა.

გამოკითხვა

  • კილიან მბაპე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ანტუან გრიზმანი
  • ნგოლო კანტე
  • პოლ პოგბა
  • ივან რაკიტიჩი
  • ჰარი კეინი
  • მარიო მანჯუკიჩი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები