Thumbnail
  • ჯაბა ბრეგვაძემ სუპერ რაგბიში პირველი ქართული ლელო დადო
  • ქართველი მორაგბის გუნდი კვლავ დამარცხდა

სუპერ რაგბის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზი რედსს ესტუმრა და 48:27 დამარცხდა. ბრეგვაძე სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მინდორზე შესვლა შეხვედრის პირველივე ტაიმში მოუწია. ქართველმა მორაგბემ 34-ე წუთზე იუსუკე ნივაი შეცვალა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 29:13 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ სანვულვზს 37-ე წუთზე მორაგბე გაუძევეს და კლუბი მინდორზე 14 კაცით დარჩა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. მიუხედავად კაცნაკლულობისა, იაპონელებმა ორი ლელოს დადება შეძლეს. შეხვედრის 75-ე წუთზე თავი ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინა. ეს იყო პირველი ქართული ლელო სუპერ რაგბის ისტორიაში. ჯაბა ბრეგვაძემ, ამ სეზონში, სუპერ რაგბიში იაპონური კლუბის ბოლო ლელო დადო.

კომენტარები

ბოლო ამბები