Thumbnail

მოულოდნელი მარცხი მონღოლთან! ტოჩინოშინმა პირველი დუელი წააგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პირველი მარცხი
  • გაგამარუს მორიგი მარცხი

ნაგოიას ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ახალი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ კომუსუბი ტამავაშის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი კოტენაგეს ილეთით დამარცხდა. მას 5-1 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაია. ურთიერთშეხვედრებში ქართველი 5:4-ს იგებს, თუმცა ბოლო ორი ორთაბრძოლა დათმო და მაისის ბაშოზე სწორედ შოდაისთან მიიღო ტოჩინოშინმა ხელის ტრავმა და შემდეგ მოტეხილობით მოუწია ბაშოზე 2 ბრძოლის ჩატარება.

21-ე საუკუნეში პირველად მოხდა, რომ ბაშოს დასრულება ვერც ერთმა იოკოძუნამ ვერ შეძლო - კისენოსატო თავიდანვე მოიხსნა ბაშოდან, შემდეგ ჰაკუჰოს ტრავმის ჯერი დადგა, დღეს კი მსაჯთა კომიტეტი დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ გააფრთხილა, რომ ტრავმის გამო ვერ გამოვიდოდა ჩიონოკუნისთან ორთაბრძოლაში. ასე მოხდა, რომ ჩიონოკუნიმ ორი ორთაბრძოლა უბრძოლველად მოიგო.
დღის მოულოდნელობა ოძეკი ტაკაიასუს მარცხია მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოსთან. 

ჯურიოს დივიზიონში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კვლავ მარცხი განიცადა, მას ოკურიდაშით აჯობა ტობიძარუმ. ქართველს 2-4 ბალანსი აქვს და ახლა მე-14 ნომერ ჰომარეფუჯის ხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები