Thumbnail
  • ფინალის მსაჯი დანიშნულია
  • არგენტინელი ნესტორ პიტანა მე-5 მატჩს განსჯის

ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მთავარი არბიტრი დანიშნა. ბევრისთვის მოულოდნელად, ფინალს არგენტინელი მსაჯი ნესტორ პიტანა განსჯის. 43 წლის პიტანა მუნდიალზე მეხუთე მატჩს იმსაჯებს. 

პიტანას ასისტენტები მისი თანამემამულეები ხუან ბელატი და ერნან მაიდანა იქნებიან. პიტანამ ამ მუნდიალზე რუსეთი-საუდის არაბეთი, მექსიკა-შვედეთი, ხორვატია-დანია და ურუგვაი-საფრანგეთი იმსაჯა. "ჩემთვის დიდი პატივია, ფინალის რეფერიდ დასახელება. ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. მე ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ", - დაწერა პიტანამ ტვიტერზე რუსულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი მოსკოვის "ლუჟნიკიზე" 15 ივლისს გაიმართება - საფრანგეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები