Thumbnail

ფრანგი მცველი კატალონიაში | ბარსას პირველი დღე და მორიგი ტრანსფერი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბარსელონამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
  • კლემან ლონგლე ბარსელონაში 36 მილიონ ევროდ გადავიდა

ესპანეთის ჩემპიონმა ბარსელონამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ერნესტო ვალვერდემ გუნდი პირველად შეკრიბა. პირველ ვარჯიშზე ბარსას 14 ფეხბურთელი იმყოფებოდა. მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელებს ჯერ შვებულება აქვთ. 

კლუბმა მეორე ტრანსფერი გააკეთა - გრემიოდან არტურის 31 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, ბარსამ სევილიას მცველი კლემან ლონგლე იყიდა და მასში 35.9 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ზუსტად ამდენი იყო მითითებული ფრანგი მცველის გამოსასყიდ თანხად, კატალონიელებმაც ანდალუსიელებს ეს თანხა გადაუხადეს და ტრანსფერზე მოლაპარაკება არ დასჭირვებიათ. 
ფეხბურთელი ბარსელონასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ბარსას პირველი ვარჯიში

ლონგლეს პრეზენტაცია კამპ ნოუზე 13 ივლისს გაიმართება. ლონგლე 17 ივლისს 23 წლის ხდება, ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველია. მას საფრანგეთის ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები