Thumbnail
  • გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიაში გააგრძელებს
  • საქართველოს ნაკრების ფორვარდი თანამემამულეებს შეუერთდება
  • გენტის ქართული ტრიო: ჩაკვეტაძე, ბერიძე, ქვილითაია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიაში გააგრძელებს. მან რაპიდი დატოვა და ბელგიურ გენტს შეუერთდა, სადაც ორი ქართველი უკვე თამაშობს - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.

kurier.at-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირება არნემის ვიტესსაც სურდა, მაგრამ ქვილითაიამ საბოლოოდ ბელგიური კლუბი აირჩია. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა, მაგრამ ავსტრიული სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, სექტემბერში 100%-ით მზად იქნება გენტის დასახმარებლად.

როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების იმედი აქვს. რაპიდს ქვილითაიას შემცვლელის მოძებნა მოუწევს - გიორგიმ ავსტრიაში გატარებულ ორ სეზონში, ჩემპიონატში და თასზე, 21 გოლის გატანა შეძლო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები