Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრები პირველად გავიდა მუნდიალის ფინალში
  • 1998-დან 20 წლის შემდეგ, პატარა ქვეყანას ახალი გმირები ჰყავს
  • როგორ ეხმაურება ევროპული პრესა ხორვატიის ნაკრების გმირობას

დიდი ბრიტანეთი

► The Sun: “ინგლისის დიდი თავგადასავალი დასრულდა… ინგლისი ტირის, ხორვატია ფინალშია!”

► Daily Mail: “თქვენი დამსახურებით ვიღიმოდით, ვამაყობდით და გვჯეროდა დიდი წარმატების. თითოეული თქვენგანი გმირია. მსოფლიო თასი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ისეთი განცდა გვაქვს, რომ რაღაც დაიწყო. მძიმე საღამო იყო, დღევანდელი დილა უარესია, მაგრამ გარეთ საუთგეიტ… გელოდებით!”

► The Guardian: “თითქოს ულამაზესი ნახატი თვალწინ დაგვიხიეს. ინგლისის ოცნება, ეთამაშა პირველი ფინალი ნახევარ საუკუნეზე მეტის შემდეგ, დაიმსხვრა.”

► Daily Mirror: “კიდევ 4 წელი ტკივილი. ინგლისის ნაკრები ხორვატიასთან დამატებით დროში დამარცხდა.”

► The Independent: “ყველაფერი დამთავრდა. ინგლისელი გმირები მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებას ემშვიდობებიან. მიუხედავად იმედისმომცემი დასაწყისისა, ბიჭებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.”

მარიო მანჯუკიჩის გოლი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა

ხორვატია

► Jutarnji list: “დაივიწყეთ 98, ახლა 2018 წელია! ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! ზღაპრულ მიზნამდე ერთი მატჩი და საფრანგეთის ნაკრებია!”

► 24sata.hr: “ხორვატია ფინალშია! იზეიმეთ ბიჭებო, თქვენ ეს დაიმსახურეთ! ეს ყველაფერი ხომ არ გვესიზმრება? არა, ფინალში ვართ! იტირეთ, გადაეხვიეთ ერთმანეთს, იზეიმეთ!”

ასეთი ამბები ხდებოდა ზაგრებში მატჩის შემდეგ

► Slobodna Dalmacija: “სასწაულმოქმედი, დაუჯერებელი ხორვატია! ჩვენ გვყავს ყველაზე თამამი, მებრძოლი და ცეცხლოვანი გუნდი! ხორვატია ფეხბურთის ისტორიას წერს. ჩვენი პატარა ქვეყანა მუნდიალის რიგით მე-13 ფინალისტია!”

საფრანგეთი

► L'Equipe: “20 წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ხორვატია ნახევარ ფინალში დავამარცხეთ, ახლა კი ფინალში შევხვდებით! ხორვატია პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც მუნდიალზე ზედიზედ მესამედ მოიგო ისეთი მატჩი, რომელშიც დამატებითი დრო ან პენალტების სერია დაინიშნა.”

► Le Monde: “ხორვატიის ნაკრების გმირობა! ფინალში სწორედ მათ შევხვდებით!”

► Le Figaro: “ხორვატიის ნაკრებთან შესანიშნავი ფინალი გველის. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია, ჩვენს ნაკრებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.”

იტალია

► Corriere dello Sport: “მანჯუკიჩმა ინგლისი გააგდო! ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის ბედი დამატებით დროში გატანილი გოლით გადაწყვიტა. ხორვატებმა ეს ფინალი 100 პროცენტით დაიმსახურეს!”

► Tuttosport: “იუვეს თავდამსხმელმა თავისი მეგობრები მუნდიალის ფინალში გაიყვანა. ხორვატები ინგლისელთა ნაადრევ გოლს არ შეუშინდნენ და მეორე ტაიმში შესანიშნავად დაბრუნდნენ, დამატებით დროში კი გამარჯვებაც მოიპოვეს. ინგლისის ნაკრების მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჰარი კეინს ცუდი დღე ჰქონდა.”

► La Repubblica: “ისტორიაში პირველად, ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზედიზწდ ორი 120-წუთიანი მატჩის შემდეგ, ხორვატებმა მეორე ტაიმში მოუმატეს და დამატებით დროშიც აჯობეს ინგლისს.”

ესპანეთი

► As: “მსოფლიოს თასისთვის მოდრიჩი და გრიზმანი იბრძოლებენ! არც რონალდო, არც მესი, არც ნეიმარი - ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები სწორედ ლუკა და ანტუანი იქნებიან. 

► Marca: საფრანგეთი და ხორვატია. ხორვატია და საფრანგეთი. ორი სხვადასხვანაირი გუნდი უდიდესი საფეხბურთო ტიტულისთვის იბრძოლებს.”

► El Pais: “ხორვატიის გმირობა! ეს არის ყველაზე პატარა ქვეყანა ურუგვაის (1930, 1950) შემდეგ, რომელიც ფინალში გავიდა.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია

კომენტარები

ბოლო ამბები