Thumbnail

ნაგოია ბაშო | ხუთიდან ხუთი მოგება - ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ყოფილი ოძეკი კოტოშოგიკუ დაამარცხა
  • გაგამარუს მესამე მარცხი ბაშოზე

ნაგოიას ბაშოზე ზუსტად მესამედი გაილია - დებიუტანტი ოძეკი ტოჩინოშინი მე-5 დღეს პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველ ოძეკის 5-0 ბალანსი აქვს და სეკივაკე მიტაკეუმისთან ერთად დაუმარცხებლად ლიდერობს ბაშოს. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში წინ ქართველი სუმოისტია - 15:7. ბოლო 9 ორთაბრძოლიდან 8 ტოჩინოშინმა მოიგო. ტამავაშის ნაგოიას ბაშოზე 2-3 ბალანსი აქვს.

დღის სენსაცია აბიმ შემოგვთავაზა - მან დიდი ჩემპიონი კაკურიუ დაამარცხა და ახლა იოკოძუნას მხოლოდ 3-2 ბალანსი აქვს. 

ბაშოს ორი ლიდერი: ტოჩინოშინი (ოძეკი) და მიტაკეუმი (სეკივაკე) - 5-0.

ჯურიოს დივიზიონში მე-9 ნომერ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტოქე მე-12 ნომერი ჩიონოუმი იყო. ქართველმა ოკურიდაშის ილეთით დათმო და ახლა მას 2-3 ბალანსი აქვს და ტობიძარუს ხვდება, ვისაც ანალოგიური ბალანსი აქვს.

კოტოშოგიკუ V ტოჩინოშინი - ნაგოია ბაშოს მეხუთე რაუნდი

კოტოშოგიკუ V ტოჩინოშინი - ნაგოია ბაშოს მეხუთე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები