Thumbnail

ძალოსნობა I რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უზბეკეთში მიმდინარეობს 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში
  • ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი. 85 კგ. წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ და ოქროს მედალი მოიპოვა.

დავითაძემ პირველივე ცდაზე 160 კილო აიტაცა და წინ გაიჭრა. მომდევნო ცდაზე 164 კგ. ასწია და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. მესამე ცდაზე დავითაძე 166 კილოს შეეჭიდა და მართალია ვერ დაძლია, მაინც მოიპოვა ოქრის მედალი.

ვერცხლის მედალი ეგვიპტელმა ალი ამოურიმ მოიპოვა, რომელმაც 158 კილო აიტაცა. პოლონელი შტეფან ადამუსი მესამე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო ნოდარ კაკაბაძემ 157 კილო დაძლია და მე-4 პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები