Thumbnail
  • უიმბლდონზე ნახევარფინალისტები გამოვლიდნენ
  • ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გათამაშებას გამოეთიშა
  • ნადალმა უმძიმეს ბრძოლაში მოუგო დელ პოტროს
  • სუპერ წყვილი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში

უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. უიმბლდონის მოქმედი გამარჯვებული, როჯერ ფედერერი ტურნირის გამოეთიშა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან ხუთ სეტში, 6:2, 7:6, 5:7, 4:6, 11:13 დამარცხდა. ფედერერისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, როჯერმა პირველი ორი სეტის მოგება მოახერხა - ანდერსონმა კი საოცარი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე შეძლო სამი სეტისა და მატჩის მოგება.

კევინ ანდერსონი: როდესაც შენ წინ როჯერ ფედერერი დგას, მოგების შანსი ძალიან მცირეა. პირველ სეტი იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მეთამაშა. შემდეგ სეტებში თამაშის ხარისხი გამოვასწორე და კმაყოფილი ვარ ჩემი ასპარეზობით. მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ვთამაშობდი, ეს გამარჯვება ძალიან ემოციური იყო.

მატჩის საუკეთესო მომენტები

ხუთსეტიანი გამოდგა რაფა ნადალისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირება. არგენტინულ-ესპანურ ჯახში გამარჯვებული ნადალი დარჩა. ესპანელმა დელ პოტროს დამარცხება უმძიმეს ბრძოლაში შეძლო. არგენტინელმა პირველი სეტის წაგების შემდეგ, ზედიზედ ორი სეტი მოიგო, თუმცა რაფას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და საბოლოოდ 3:2 დამარცხდა.

ნადალი V დელ პოტრო
7:5, 6:7, 4:6, 6:4, 6:4.

ნახევარფინალში გავიდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩიც, რომელმაც იაპონელ კეი ნიშიკორს ოთხ სეტში, 6:3, 3:6, 6:2, 6:2 მოუგო. კიდევ ერთ მეოთხედფინალში ისნერმა რაონიჩს 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში სუპერ წყვილი დაუპირისპირდება ერთმანეთს - ჯოკოვიჩი ნადალას შეხვდება, ხოლო ანდერსონს ისნერთან მოუწევს ფინალისტის გარკვევა.

მეცხრე დღის საუკეთესო მომენტები
 

კომენტარები

ბოლო ამბები