Thumbnail
  • ხორვატია 2:1 ინგლისი
  • 0:1 ტრიპიერი (5), 1:1 პერიშიჩი (68), 2:1 მანჯუკიჩი (109)

მოსკოვის "ლუჟნიკიზე" მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის. მატჩი 1:1 დასრულდა, გადამწყვეტი დამატებით მეორე ტაიმში მარიო მანჯუკიჩის გოლი გამოდგა - 2:1 და ხორვატია ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალის ფინალში.

ფინალში საფრანგეთის ნაკრებს ხორვატიის ნაკრები დაუპირისპირდება.

0:1 ტრიპიერი (5)

ინგლისელებმა ხორვატებს  მისალმება არ აცალეს - კირან ტრიპიერმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

1:1 პერიშიჩი (68)

შიმე ვრსალკოს ჩაწოდებას ივან პერიშიჩმა ფეხი დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა.

თუ პირველ ტაიმში ინგლისი უკეთესი გუნდი იყო, მეორე ტაიმში ხორვატებმა მოუმატეს, რაც ძირითადად ივან პერიშიჩის დამსახურებაა. 90-მა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

2:1 მანჯუკიჩი (109)

ივან პერიშიჩმა თავით საგოლე პასი გაუკეთა მარიო მანჯუკიჩს. ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა - ხორვატია ფინალშია!

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

მართალია, პირველ ტაიმში ინგლისელებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ საერთო ჯამში, ფინალში თამაში უფრო ხორვატიამ დაიმსახურა. ხორვატების ლიდერ ლუკა მოდრიჩს ბევრი არაფერი გამოსვლია, სამაგიეროდ, "იფეთქა" ივან პერიშიჩმა, რომელმაც გოლს საგოლე პასი დაურთო და ისედაც ძალიან აქტიური იყო. 

► ხორვატიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად გააღწია მუნდიალის ფინალში.

► ივან პერიშიჩმა მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა, მეტი მხოლოდ დავორ შუკერს (6) გაუტანია.

► კირან ტრიპიერი დევიდ ბექჰემის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც საჯარიმო დარტყმით გაიტანა მუნდიალზე (1998, 2006).

მატჩის გმირი: მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ივან პერიშიჩი იყო, მაგრამ გმირი მანჯუკიჩია, რომელმაც 109-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. 

მატჩის იმედგაცრუება: რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

მისგან ბევრს ელოდნენ ამ მუნდიალზე, ბოლომდე ენდობოდა გარეთ საუთგეიტიც, თუმცა სტერლინგმა ვერ გაამართლა ეს იმედები. ციდან ვარსკვლავები მას არც ხორვატიასთან მატჩში მოუწყვეტია, შემდეგ კი გამოცვალეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ფინალს?

  • საფრანგეთი
  • ხორვატია
გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები