Thumbnail

ერიკ კანტონას საშინელი მათემატიკური ფორმულა - ინგლისი ჩემპიონია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დღეს / 22:00 / ხორვატია V ინგლისი
  • ერიკ კანტონამ ინგლისის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა...

მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა - ერიკ კანტონა აგრძელებს ევროსპორტზე სასაცილო კლიპების ჩაწერას.

კანტონა, ამჯერად დაფასთან ცარცით დგას და მუნდიალზე ინგლსის ნაკრების შანსებს, საკუთარი ალგებრის ფორმულით გვიხსნის.

"პატარა ალგებრის დემონსტრირება..." ამბობს ის. "1966 წელს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თარიღის ყოველი ციფრი კვადრატში ავიყვანოთ. რაც უდრის - 104,976."

"ეს რიცხვი გავყოთ 52-ზე, ანუ იმ თარიღზე რამდენი წელიც გავიდა ამ ბოლო გამარჯვებიდან, მივიღებთ - 20,187,692. ანუ, 2018... დარჩენილიდან 7 რიცხვი - ივლისის თვეა, 9+6 კი 15 რიცხვია - ფინალის დღე და 2 - მეორე ჩემპიონობა. შეამოწმეთ და ნახავთ!" ამბობს ლეგენდა.

ინგლისი ხორვატიას დღეს, 11 ივლისს ნახევარფინალში დაუპირისპირდება. მატჩი მოსკოვში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

იცოდი?

3 თამაშში ინგლისმა ხორვატიას 11-ჯერ გაუტანა!
რამდენს გაუტანს ახლა?

კომენტარები

ბოლო ამბები