Thumbnail

დიდი დღე ედინბურგში: ჰარტსმა სელტიკის 69 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დღეს სელტიკის ისტორიული 69 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულდა

ჰარტსმა ტაინკასელზე გლაზგო სელტიკის შიდა ჩემპიონატში 69 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ედნიბურგის გუნდმა სელტიკი შინ 4:0 დაამარცხა, შეხვედრაში ანგარიში ახალგაზრდა გარი კოხრანმა გახსნა, სხვაობა ორამდე ყოფილმა რეინჯერსელმა კაილ ლაფერტიმ გაზარდა, ხოლო დარჩენილ დროში დუბლი გაიტანა ჰარტსის წარმოშობით სერბმა, ფრანგული პასპორტის მქონე ლეგიონერმა - მანუელ მილინკოვიჩმა.

მანუელ მილინკოვიჩი მეორე გოლის შემდეგ
ტაინკასელი, ედინბურგი

ჰარტსს შოტლანდიის ნაკრების და დანდი იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი - კრეიგ ლივეინი წვრთნის. გუნდი შოტლანდიის პრემიერლიგაში 27 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები