Thumbnail

ნაგოია ბაშო | ქართველი ოძეკის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქალაქ ნაგოიას ბაშოზე ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ასპარეზობის მე-4 დღეს მე-3 მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა. ქართველმა სუმოისტმა ოშიდაშით იმარჯვა და ბაშოზე 4-0 ბალანსი აქვს. მეტოქემ ტოჩინოშინს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ორჯერ არ მისცა მას მავაშში ხელის ჩაჭიდების საშუალება, ამიტომაც ტოჩინოშინმა ძალის ხარჯზე გაიყვანა აბი დოჰიოდან. 

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება. 34 წლის ფუკუოკელი ყოფილი ოძეკია. ლევანს მასთან უარყოფითი ბალანსი აქვს - 8:24, მაგრამ ბოლო 5-დან 4 ორთაბრძოლა მოუგო. მანამდე კი იაპონელთან 16-მატჩიანი წაგებების სერია ჰქონდა. 

ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ ტოჩინოშინი და მიტაკეუმია.

კოტოშოგიკუმ ამ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა - ოძეკი გოეიდოს აჯობა. დღის სენსაციები ამით არ დასრულებულა - მე-2 მაეგაშირა იკიოიმ დიდ ჩემპიონ კაკურიუს აჯობა! ხოლო მეორე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ტრავმის გამო ბაშოდან მოიხსნა. ასე რომ, 4-0 ბალანსი ბაშოზე ტოჩინოშინის გარდა მხოლოდ სეკივაკე მიტაკეუმის აქვს.

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩიონოოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველ სუმოისტს 2-2 ბალანსი აქვს. მისი მორიგი მეტოქე ჩიონოუმია (2-2), ჯურიოს მე-12 ნომერი.

აბი V ტოჩინოშინი - ნაგოია ბაშოს მეოთხე რაუნდი

აბი V ტოჩინოშინი - ნაგოია ბაშოს მეოთხე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები