Thumbnail

ჰაკუჰო ნაგოია ბაშოდან მოიხსნა | იოკოძუნა ბრძოლას ვეღარ აგრძელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაკუჰო ნაგოია ბაშოზე ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს
  • ტოჩინოშინის შანსები იზრდება

ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშო წარმატებულად დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ სამი ბრძოლის მოგება მოახერხა. ტურნირის დაწყების წინ, გორგაძის მთავარი მეტოქეებად - კაკურიუ და ჰაკუჰო განიხილებოდნენ. სამივე სუმოისტს პირველი სამი ბრძოლა მოგებული ჰქონდა.

სამწუხაროდ, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ნაგოია ბაშოზე გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს. მან მარჯვენა მუხლზე ტრავმა მიიღო, რის გამოც დასვენება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინის შანსები ნაგოია ბაშოზე იზრდება. გორგაძემ ჰაკუჰოს დამარცხება პირველად ორი თვის წინ, ნაცო ბაშოზე მოახერხა. ჰაკუჰომ მაკუუჩი დივიზიონი 40-ჯერ მოიგო. მისი დებიუტი სუმოში 2001 წლის მარტში შედგა, ხოლო 2007 წელს იოკოძუნას ტიტული მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები