Thumbnail

მატჩის წინ | ხორვატია V ინგლისი - ახალი ფინალისტი თუ ინგლისის დაბრუნება 52 წლის შემდეგ?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
მატჩის წინ LIVE მიმოხილვა
  • 11 ივლისი / 22:00 / მოსკოვი / ხორვატია V ინგლისი
  • ახალი ფინალისტი თუ დაბრუნება ფინალში 52 წლის შემდეგ?

გარეტ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები, რუსეთის მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ხორვატები ამ დღეს 20 წელი ელოდნენ (ბოლოს ნახევარფინალში 1998 წელს ითამაშეს), ხოლო ინგლისი საუკეთსო ოთხეულში 1990 წლის შემდეგ არ მოხვედრილა.

ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე მწვრთნელი გულახდილი იყო და ნახევარფინალი მათი სამიზენე არ ყოფილა, თუმცა შესანიშნავი მატჩების შემდეგ, ნახევარფინალს სწორედ ხორვატები და ინგლისელები ითამაშებენ. ხორვატიამ ორი 120 წუთიანი თრილერი გამოიარა, ინგლისსაც კოლუმბიასთან გაუჭირდა, თუმცა შვედებს მეოთხედფინალში ადვილად მოუგეს

„ქვეყანამ რთული პერიოდები გამოიარა (ბრექსიტი და ა.შ.), თუმცა ვხედავთ სპორტს როგორ შეუძლია ხალხის გაერთიანება...“ ამბობს გარეტ საუთგეიტი. „მთელი ტურნირია სახლიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ! ხორვატებს რაც შეეხება, საოცარია ასეთი პატარა ქვეყნის ნაკრებში, ამდენ მსოფლიოს დონის მოთამაშე რომ თამაშობს!"

► ინგლისმა ხორვატიასთან მატჩამდე რეზინის ქათმით ივარჯიშა...

„იმ იშვიათ ინგლისელების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ჩაის არ სვამს“ დაამატა მთავარმა მწვრთნელმა. „თუმცა გუნდში გვყავს რამდენიმე იორკშირელი ვინც რუსეთში საკუთარი ჩაის მარაგით ჩამოვიდა. მაგრამ მგონი საჭირო არ იყო, რუსებმა ისეთი მასპინძლობა გაგვიწიეს... ყველაფერი გვაქვს, პირველი კლასის მომსახურებაა და ამისთვის ორგანიზატორებს დიდი მადლობა.“ თქვა საუთგეიტმა პრესკონფერენციაზე.

ხორვატები ფიქრობენ, რომ მესის შეჩერების შემდეგ, ჰარი კეინსაც გაუმკალვდებიან. ზლატკო დალიჩს საკუთარი ფეხბრთელების ეიმედება, მაგრამ დარჩათ კი მათ ამისთვის ენერგია? ხორვატებმა ბოლო 6 დღეში 240 წუთი ითამაშეს და ეს მათი მთავარი პრობლემაა.

► ოქროს გოლი: მლადენ პეტრიჩი ინგლისის წინააღმდეგ [2007]

ინგლისელებს პრობლემები ტრამვიანობის მხრივ აქვთ, მატჩი შესაძლოა ტოტენჰემ ჰოთსპურის შემტევმა - დელე ალიმ გამოტოვოს, რომელიც ფეხს იტკიებს. თუმცა ინგლისელებს არსენალში მარკუს რაშფორდი ჰყავთ, რომელიც დასვენებულია და ალის სრულფასოვნად შეცვლის.

იცოდი?

3 თამაშში ინგლისმა ხორვატიას 11-ჯერ გაუტანა!
რამდენს გაუტანს ახლა?

იცოდით?

ხორვატიამ ტურნირზე 4 გოლი გაუშვა, აქედან 3 სტანდარტული სიტუაციიდან. ხოლო ინგლისმა, რუსეთში სტანდარტულიდან უკვე 8 გოლი გაიტანა!

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია: სუბასიჩი, ვლასკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი, რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი.

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიე, ალი, ენდერსონი, ლინგარდი, იანგი, სტერლინგი, კეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები