Thumbnail

რაგბის ზაფხულის თასი 2018 - ტურნირი საქართველოში | ვინ შეხვდება ბორჯღალოსნებს?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოში რაგბის ზაფხულის თასი 2018 გაიმართება
  • სამი ნაკრები და ერთი გუნდი ორ სტადიონზე ითამაშებს

საქართველოში რაგბის ზაფხულის თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სამი ქვეყანა და ერთი გუნდი მიიღებს: საქართველოს A ნაკრები, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, არგენტინის A ნაკრები და ფრანგული კლუბი - რასინგი.

საქართველოს A ნაკრები დიდ 10-ში მოთამაშე მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. ინფორმაცია ბრაზილიის რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ტურნირის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ''ქართული ტელევიზიის'' ეთერში ისაუბრა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

გოჩა სვანიძე: ძალიან კარგი გუნდები ჩამოდიან. ჩვენ არგენტინელებთან და ბრაზილიელებთან მოგვიწევს თამაში. მეოთხე მონაწილე ფრანგული რასინგი იქნება, რომელიც ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და იქ დამარცხდა.

ტურნირის ფორმატი მარტივია, სამხრეთ ამერიკელებს ერთმანეთთან თამაში არ სურთ, რადგანაც ისედაც ხშირად უწევთ თამაში. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ევროპელები სამხრეთ ამერიკელებს ვხვდებით - სამწუხაროა, რომ რასინგთან თამაში არ მოგვიწევს, მაგრამ მათთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებით ვეცდებით, რომ ეს დანაკლისი ავინაზღაუროთ.

ბრაზილიის რაგბის კავშირის წარმომადგენელი - აუგუსტინ დანსა: დიდი პატივია, რომ ასეთ ტურნირზე მიგვიწვიეს. ბედნიერნი ვართ, რომ კონტაქტს ისეთ სარაგბო ქვეყნასთან დავამყარებთ, როგორიც საქართველოა.

ტურნირი 28 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. საქართველოს A ნაკრების პირველი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება. ''ბორჯღალოსნები'' მეორე შეხვედრაში არგენტინის A ნაკრებს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები