Thumbnail

საუკუნის ტრანსფერი იტალიაში - ასე უწოდეს კრიშტიანო რონალდოს ტურინის იუვენტუსში გადასვლას, 33 წლის პორტუგალიელი წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო რეალი იტალიური გრანდისგან - 105 მილიონს.

კრიშტიანოს ტრანსფერს ევროპულ ფეხბურთში შეიძლება დომინოს ეფექტი  ჰქონდეს. მას მერე, რაც "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელმა კარიერა "ბებერ ქალბატონს" დაუკავშირა, სატრანსფერო ბაზარზე ამან ჯაჭვური რეაქცია უნდა გამოიწვიოს.

'პიპიტა' ლონდონში

კრიშტიანოს მისვლა პიპიტას წასვლას ნიშნავს

იუვენტუსი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და რონალდოს ირგვლივ უფრო ძლიერი გუნდის აშენებას ცდილობს. უკვე იყო საუბარი იმაზე, რომ იუვე გონსალო იგუაინის გასხვისებას აპირებს. არგენტინელის მომავალს ლონდონურ ჩელსის უკავშირებენ. Mediaset-ის ინფორმაციით, უკვე შეთანხმებულია ფასიც - "პიპიტას" სანაცვლოდ იუვე 60 მილიონ ევროს მიიღებს. მალე ჩელსიში მაურიციო სარი მივა. ამ სპეციალისტს კი ძალიან სურს ისევ იგუაინთან მუშაობა. 

მორატა გერმანიაში

იგუაინის "ლურჯებში" მისვლა ამ გუნდში ფორვარდების რიცხვს გადაავსებს, ალვარო მორატას ადგილი იქ აღარ რჩება. ესპანელმა ფორვარდმა "სტემფორდ ბრიჯზე" კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმებმა გააწამეს. სეზონის ბოლოს მორატას ადგილი სასტარტოში უკვე ჟირუს "საკუთრება" იყო. 
მორატა გერმანიაში წავა, უფრო ზუსტად კი ბაიერნში. "რეკორდმაისტერში" აღარ აქვთ იმის იმედი, რომ რობერტ ლევანდოვსკი დარჩება, ასე რომ მის შემცვლელებს უკვე ეძებენ, მათ მორატა და ედინსონ კავანი ჰყავთ შერჩეული. 

ლევანდოვსკი ესპანეთში?

ლევანდოვსკის ცუდი მუნდიალი ჰქონდა, ის აგვისტოში 30 წლის ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ ნიკო კოვაჩს მისი გაყიდვა არ სურს, როცა "სამეფო კლუბი" ბაიერნს კარგი წინადადებით მიადგება, გერმანელები უარს ვერ იტყვიან. 

ვინ შეცვლის კრიშტიანოს რეალში

რონალდოს სავარაუდო შემცვლელები მბაპე და ნეიმარი

კრიშტიანო წავიდა, რეალს აუცილებლად ესაჭიროება მისი შემცვლელი. თანაც, ეს შემცვლელი "გალაქტიკოს" დონის უნდა იყოს, ისეთი, რომ რეალის ფანებმა ჩათვალონ, რომ კლუბმა მართლაც მოიყვანა ღირსეული შემცვლელი. ასეთი ფეხბურთელები კი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. პრინციპში ალბათ, სამია - ნეიმარი, კილიან მბაპე და ჰარი კეინი. მხოლოდ ამ სამეულს ძალუძს კრიშტიანოს დარი სტატისტიკის გამეორება.

იცოდი?

3 თამაშში ინგლისმა ხორვატიას 11-ჯერ გაუტანა!
რამდენს გაუტანს ახლა?

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები