Thumbnail
  • რუსეთის ნაკრების ფეისბუქის გვერდი საქართველოდან 'აღარ ჩანს'
  • Haha-ების რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

მუნდიალზე რუსეთისა და ხორვატიის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლებმა რუსეთის ნაკრების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე - Сборная России по футболу - აქცია წამოიწყეს. მათ დამცინავი რეაქციით (Haha) შეაფასეს პოსტი. ბევრი ქართველი სტატუსზე ერთნაირი შინაარსის პოსტს ათავსებდა - “I am from Georgia and 20% of my country is occupied by Russia! Abkhazia and Samachablo are Georgia! (მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!). პროტესტს უკრაინელებიც შეუერთდნენ. 

Haha-ების რიცხვმა ამ დროისთვის (10 ივლისი) 8.3 ათასს მიაღწია, რაც 5-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა სახის ემოჯები.

გვერდის ადმინისტრაციას ნერვებმა უღალატა

როგორც ჩანს, რუსეთის ნაკრების ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრაციამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და გვერდზე წვდომა დაუბლოკა საქართველოს IP-ით შესულ მომხმარებლებს. ამასთან, იმავე სტატუსზე ადმინისტრაციამ შემდეგი სახის კომენტარი განათავსა:

"ვულოცავ ქართველ აქტივისტებს, ბრწყინვალე აქცია იყო! თქვენ შეძელით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესეთ თქვენი ქვეყნის რეპუტაცია. სამწუხაროდ, მიზნის მისაღწევად რამდენიმე ასეული კომენტარი და "ლაიქი" არ გეყოთ. კიდევ ერთხელ სცადეთ"!

რუსეთის ნაკრების ფეისბუქის ოფიაციალურ გვერდზე ჯერჯერობით რჩება ქართველთა კომენტარები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ისინი ადმინისტრაციამ წაშალოს. 

ქართული კომენტარები ჯერ  არ წაუშლიათ

ფიფამ არ დაგვბლოკა, მაგრამ...

ფიფამ მუნდიალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეფასების ფუნქცია გააუქმა, მიზეზი აქაც უკრაინულ-ქართული კამპანიაა. მომხმარებლები მუნდიალის რუსეთში გამართვას ამ სახით აპროტესტებდნენ - გვერდს ყველაზე დაბალ შეფასებებს უწერდნენ. საპროტესტო პოსტები რჩება, მაგრამ შეფასებით გვერდს ვეღარ შეაფასებთ. 160 ათასმა ადამიანმა მოასწრო და გვერდი 1-იანით შეაფასა. 

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები