Thumbnail
  • უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რადაში ხორვატიის მაისურით მივიდა
  • უკრაინელები მზად არიან, ჯარიმა, რომელიც ვუკოევიჩს ფიფამ დააკისრა, თავად გადაიხადონ
  • ინტერენტში დამაგოი ვიდას კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

ხორვატიის ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელების, ოგნიენ ვუკოევიჩისა და დომაგოი ვიდას სკანდალური ვიდეოს თემა, რომელიც რუსეთი-ხორვატიის მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა, ჯერ კიდევ არ ამოწურულა. 

‘Слава Украине, давай, давай!’ - ეს სიტყვები ხორვატიის ნაკრების მცველს ეკუთვნის, რომელმაც რუსეთთან 1/4-ფინალში, პენალტების სერიაში გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა. 29 წლის ვიდამ, რომელიც კიევის დინამოში თამაშობდა, ვიდეო ოგნიენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერა.

ვიდეოს სკანდალი მოყვა. ხორვატიის ფეხბურთის ასოციაციამ ოგნიენ ვუკოევიჩი ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან და დელეგაციიდან მოკვეთა, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა კი "პოლიტიკური განცხადების გამო", 15 ათასი შვეიცარული ფრანკით დააჯარიმა.

ფიფამ მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა დომაგოი ვიდა. მომხდარის გამო კი ბოდიში მოიხადა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა

რუსეთი-ხორვატიის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ რუსეთის ნაკრების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქცია ქართველმა გოლშემატკივრებმა გამართეს. ქართველების პროტესტი ფეისბუქზე - ათასობით HAHA და კომენტარები ოკუპანტებს

მორიგი სკანდალური ვიდეო

ახლახან ინტერნეტში მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც დომაგოი ვიდა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრ ივიცა ოლიჩთან ერთადაა, ლუდს შეექცევა და აცხადებს: ‘Слава Украине, Белград, гори!’ 
   
ზუსტად როდისაა ვიდეო გადაღებული და გულისხმობდა თუ არა ფეხბურთელი სერბეთის დედაქალაქს, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია კიევში მდებარე რესტორან "ბელგრადზე"...

უკრაინული მხარდაჭერა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სახალხო დეპუტატი ანდრეი პაველკო ვუკოევიჩის მხარდასაჭერად, რომელიც თავის დროზე კიევის დინამოს ღირსებას იცავდა, უმაღლეს რადაში სხდომაზე ხორვატიის ნაკრების ფორმით წარსდგა. პაველკო მზადაა, მისმა ორგანიზაციამ გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც ყოფილ მცველს ფიფამ დააკისრა.

ანდრეი პაველკო უკრაინის უმაღლეს რადაში ხორვატიის ნაკრების ფორმითა და კაშნეთი მივიდა

"გადავწყვიტეთ, კომპენსირება თავად გავუკეთოთ იმ ჯარიმას, რომელიც ვუკოევიჩს დააკისრეს. შეგვიძლია მას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაოც შევთავაზოთ, თუკი მოისურვებს. რატომ ვარ დღეს რაკიტიჩის მაისურით? რაკიტიჩმა რუსეთს გამარჯვების გოლი გაუტანა და ეს ძალიან სიმბოლურია. ხორვატები ჩვენი მეგობრები არიან. დიდება ხორვატიას! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

არ მინდა ფიფას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გავაკეთო, რადგან თავად გახლავართ სადისციპლინო კომიტეტის წევრი, მაგრამ სამაგიეროდ, მზად ვართ სრული იურიდიული და ფინანსური დახმარება გავუწიოთ მას აპელაციისთვის ფიფასა და CAS-ში.

მის ქმედებაში პოლიტიკას საერთოდ ვერ ვხედავ. ეს იყო ძალიან პატრიოტული ლოზუნგი - ისეთივე, როგორც "დიდება საფრანგეთს", "დიდება ხორვატიას". ეს არის უკრაინისადმი სიყვარულის გამოხატვა, რომელმაც ბევრი მისცა. ეს არის მადლიერება აქ გატარებული წლებისთვის. ლოზუნგში "დიდება უკრაინა" პოლიტიკას ვერ ვხედავ", - განაცხადა პაველკომ ტელეეთერში.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები