Thumbnail
  • გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი ივან რაკიტიჩს უმიზნებს
  • ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ფასი 80 მილიონია

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ივან რაკიტიჩი საფეხბურთო ევროპამ ბუნდესლიგიდან გაიცნო. ხორვატი ნახევარმცველი ბარსელონაში გადასვლამდე სევილიას ღირსებას იცავდა, მანამდე კი, 2007-დან 2011 წლამდე გელზენკირხენის შალკეს ფეხბურთელი იყო, სადაც 97 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

“დონ ბალონის” ინფორმაციით, რაკიტიჩი შესაძლოა გერმანიაში დაბრუნდეს! მისი სავარაუდო მისამართი მიუნხენის “ზებენერშტრასეა” - საქმე ისაა, რომ ბაიერნის ახალი დამრიგებელი ნიკო კოვაჩიც ხორვატია, რაკიტიჩს კარგად იცნობს და მისი გადაბირება სურს. სწორედ კოვაჩი ცდილობს, რომ 30 წლის რაკიტიჩი ბაიერნში გადასვლაზე დაითანხმოს. შეგახსენებთ, რომ კოვაჩი ფრანკფურტის აინტრახტში დანიშვნამდე ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი იყო.

იცოდი?

3 თამაშში ინგლისმა ხორვატიას 11-ჯერ გაუტანა!
რამდენს გაუტანს ახლა?

“დონ ბალონი” წერს, რომ თუკი რაკიტიჩი თანახმა იქნება, ბაიერნი მზადაა, ბარსელონას 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში რაკიტიჩის რეკორდმაისტერში შესაძლო ტრანსფერზე სხვა ესპანური გამოცემებიც წერდნენ.

გერმანული გამოცემები იმასაც წერენ, რომ ნიკო კოვაჩმა რეალის ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის გადაბირებაც სცადა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავისგან უარი მიიღო.

ხორვატიის ნაკრების ლიდერები: ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი

ივან რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა და მას მერე კატალონიური გრანდის ფორმით 214 ოფიციალურ მატჩში 29 გოლი გაიტანა და 27 საგოლე პასი გააკეთა. ბლაუგრანასთან ერთად მან სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ ესპანეთის თასი და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა. რაკიტიჩს ბარსასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები