Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელებმა ინგლისთან მატჩზე ისაუბრეს
  • მარიო მანჯუკიჩი კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩს თავდაჯერებული ხვდება

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია - ზუსტად ისე, როგორც 20 წლის წინათ. მაშინ, 1998 წლის მუნდიალზე ზვონიმირ ბობანის, დავორ შუკერის და რობერტ პროსინეჩკის გუნდი ნახევარფინალში მასპინძელ და მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა (ხორვატები შუკერის გოლით იგებდნენ, მაგრამ საფრანგეთმა ლილიან ტიურამის დუბლით თამაში შეატრიალა). თუმცა, ხორვატიის ნაკრებისთვის ნახევარფინალში გასვლაც გმირობის ტოლფასი იყო - მით უმეტეს, რომ იმ გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.

ხორვატიისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტობა 20 წლის შემდეგაც გმირობაა, მაგრამ ლუკა მოდრიჩს, ივან რაკიტიჩს, მარიო მანჯუკიჩს და სხვებს ამჯერად უფრო მეტი სურთ - კონკრეტულად კი ფინალში გასვლა და მუნდიალის მოგება!

იცოდი?

ხორვატიის ნაკრებს 9 მატჩია არ წაუგია!
გაგრძელდება სერია?

“ისე ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს გვიბრძოლია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ! ყველგან ჩვენს ბედნიერ ფანებს ვხედავთ და ამაზე უკეთესი განცდა არ არსებობს,” - ეს მარიო მანჯუკიჩის სიტყვებია.

“ინგლისის ნამდვილად არ გვეშინია. ვფიქრობ, რომ შანსები 50:50-ზეა. ჩვენ უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ გვყავს ახალგაზრდებიც. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ინგლისის უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ მეტოქესაც დიდ პატივს ვცემთ. ერთი სიტყვით, ყველანი მზად ვართ!” - დასძინა იუვენტუსის 32 წლის თავდამსხმელმა.

კრამარიჩი თუ რებიჩი?

ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, ითამაშებს თუ არა გუნდი ისევ ორი ფორვარდით. “ჯერ არაფერი ვიცით, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია,” - განაცხადა ანდრეი კრამარიჩმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში თამაშის ერთ-ერთი კანდიდატია.

ჰოფენჰაიმის ფორვარდი რუსეთთან სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ინგლისთან, დიდი ალბათობით, ისევ სათადარიგო იქნება, ძირითადში კი აბათ გარემარბი ანტე რებიჩი დაბრუნდება.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები