Thumbnail

როგორ, ნახევარფინალის წინ რუსეთის ნაკრებზე უნდა ვისაუბრო?!  - დეშამი გააბრაზეს

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ხვალ, 2018 წლის მუნდიალის პირველი ნახევარფინალია
  • საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების მატჩი სანკტ პეტერბურგში გაიმართება

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების მარცხის მიუხედავად, რუს ჟურნალისტებს მაინც სურთ, რომ ყველამ კვლავ მათ გუნდზე ისაუბროს. მასპინძელთა მონდომება გასაგებია, თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან გადააჭარბეს, რადგან საფრანგეთის ნაკრების წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დიდიე დეშამი ძალიან გააბრაზეს.

რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შეეფასებინა რუსეთის ნაკრები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძალიან ხისტი რეაქცია ჰქონდა.

“თარჯიმანს ვეკითხები, დარწმუნებული ხართ, რომ შეკითხვა მართლა რუსეთის ნაკრებს ეხებოდა? მე რა, ახლა მართლა მაგ გუნდზე უნდა ვილაპარაკო? ”კარგით, უბრალოდ არ მესმის, რატომ მთხოვენ რუსეთის ნაკრებზე საუბარს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე… ლოგიკას ვერ ვხედავ. აქ არიან ჟურნალისტები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან. გავაგრძელოთ საუბარი” - განაცხადა დეშამმა.

კომენტარები

ბოლო ამბები