Thumbnail
  • 10 ივლისი / სანკტ პეტერბურგი / 22:00 / საფრანგეთი V ბელგია
  • ფავორიტებისა და ტალანტების ჯახი "კრესტოვსკიზე"

დიდიე დეშამის "ლე ბლო", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე (მხოლოდ ნიგერიას ჩამორჩება), ასევე საკმაოდ ახალგაზრდული "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ პირველი ფინალისტის ვინაობას სანკტ პეტერბურგის "კრესტოვსკიზე" გაარკვევს. 

ბოლო დაპირისპირება მუნდიალზე

საფრანგეთისა და ბელგიის ბოლო დაპირისპირება მუნდიალზე 1986 წელს მექსიკაში შედგა. ეს იყო მე-3 ადგილისთვის მატჩი. 90 წუთი 2:2 დასრულდა, ფრანგებმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს გამარჯვება - 4:2.

ტალანტები შეტევაში

ბელგიის ოქროს თაობა

საფრანგეთის ნაკრებსა და ბელგიას ერთმანეთზე უკეთესი შემტევები ჰყავთ. ანტუან გრიზმანმა პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა, ბელგიაში კი ვირტუოზულად თამაშობს ედენ აზარი, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. ბრწყინვალეა რომელუ ლუკაკუც, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის, ისევე, როგორც ფრანგთა თინეიჯერი ლიდერი კილიან მბაპე. ფრანგებს ჰყავთ ოლივიე ჟირუ, რომლის წყალობითაც ყოველი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში სახიფათოა, სამაგიეროდ, ბელგიას კევინ დე ბრუინი ჰყავს, რომელმაც ცრუცენტრფორვარდის პოზიციაზე დიდებულად ითამაშა და ბრაზილიასთან მატჩში კარგი გოლიც გაიტანა.

მონიე არ იქნება

ბელგიელებს არ ეყოლებათ მარჯვენა ფლანგელი თომას მონიე, პსჟ-ს ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. მის ფუნქციებს ძირითადად ნასერ შადლი შეითავსებს. მონიეს გამო შესაძლოა, 3-4-3 სისტემა 4-3-3-ზე გადაკეთდეს და შადლიმ მარჯვენა მცველობა შეითავსოს. ამ შემთხვევაში გუნდის ძირითადში შეიძლება მუსა დემბელე გამოჩნდეს და არა იანიკ კარასკო. ცხადია, შუახაზში ვისტელისა და ფელაინის ტანდემს არაფერი ემუქრება, ამ დუეტმა წინა მატჩში კარგად იმუშავა. შეტევის სამეული იგივე დარჩება, რომელუ ლუკაკუ ისევ მარჯვნიდან შეუტევს და ცენტრში დე ბრუინი იმოქმედებს, მარცხნივ ედენ აზარი 

ფრანგთა ბანაკში ეჭვობენ, რომ ჯიბრილ სიდიბე და სამუელ უმტიტი თამაშს ვერ შეძლებენ. სიდიბე ისედაც არ განიხილება სასტარტოში, მას მერე, რაც ბენჟამენ პავარმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. საყრდენ ხაზზე პოგბასა და კანტეს წყვილი შეუცვლელია. ბლეზ მატუიდი დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ბრუნდება და საკმაოდ კარგად მოთამაშე ტოლისოს ჩაანაცვლებს. მეტი ცვლილება "ლე ბლოს" შემადგენლობაში მოსალოდნელი არ არის. 

ოლივიე ჟირუ და კილიან მბაპე

ნახევარფინალში არ უთამაშიათ

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი წინა მუნდიალზე საკმაოდ ახლოს მივიდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება ამ გუნდების არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

იცოდი?

ამ გუნდების 4 თამაშიდან 3-ში ნაკლები დაჯდა!
რა მოხდება ახლა?

ანრის გული ორად გაიყოფა

ტიერი ანრი და უგო ლორისი

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ მზად ვიქნებით ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის, როგორიც არ უნდა იყოს მისი შემადგენლობა. თომას მონიე არ იქნება, მაგრამ ბელგია აქ შემთხვევით არ მოხვდა. ჩემს ფეხბურთელებს რამდენიმე ვარიანტისთვის ვამზადებ და არც ერთი ეს ვარიანტი არ არის დაკავშირებული ბელგიელთა შემადგენლობასთან. მე კონცენტრირებული ვარ ჩემი გუნდის თამაშზე. ტიერი ანრის ძალიან დიდ პატივს ვცემ. ერთადაც გვითამაშია, როცა მე კარიერას ვასრულებდი, ის კი გაცილებით ახალგაზრდა იყო. ახლა ანრი რთულ სიტუაციაში, ფეხბურთში კი ეს ხშირად ხდება. ის ახლა უნდა დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშში. ანრიმ კარგად იცოდა, როცა ბელგიელთა წინადადებას თანხმდებოდა, რომ ეს დრო შეიძლება მოსულიყო. თუმცა პირადად ძალიან მიხარია, რომ ტიერის ხვალ ვნახავ".

უგო ლორისი (საფრანგეთი): "ბედნიერი ვარ, რომ ტიერი ანრისთან ერთად თამაში მომიწია ორი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის გუნდში. ის დიდი ფეხბურთელი და ნამდვილი ჯენტლმენია. ცოტა უცნაური იქნება, მისი მოწინააღმდეგის ბანაკში ხილვა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მისი გული ორად იქნება გაყოფილი, რადგან ის ყოველთვის ფრანგად რჩება".

ედენ აზარი (ბელგია): "ძმებთან ერთად უფრო ხშირად საფრანგეთს ვგულშემატკივრობდი, ვიდრე ბელგიას. ჩვენ 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების მაგალითზე გავიზარდეთ. მაშინ ბელგიის ნაკრების მაისურის შოვნა არც ისე იოლი, ამიტომ საფრანგეთის ნაკრების მაისურები გვეცვა. არ მინდა მაშინდელი ბელგიის ნაკრების ფეხბურთელები გავანაწყენო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები საუკეთესო იყო".

თომას ვერმალენი (ბელგია): "ჩვენ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ნახევარფინალში გასვლაა. საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ფავორიტია, მასთან თამაში იოლი ვერაფრით იქნება".

საინტერესო ფაქტები

ბელგიამ მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

► ორივე გუნდმა შეძლო ამ მუნდიალზე ისეთი თამაშის შემოტრიალება, რომელსაც თავიდან აგებდა. 

► მუნდიალზე ბელგიამ ერთის გარდა ყველა თამაშში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა. 

► ბელგიის 5 მატჩიდან ამ მუნდიალზე 4-ში 2.5 გოლი და მეტი გავიდა.

► საფრანგეთის ნაკრების 9 გოლიდან ამ მუნდიალზე 6 კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

► საფრანგეთისა და ბელგიის ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებიდან 3-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი - შადლი, ფელაინი, ვიტსელი, კარასკო - ლუკაკუ, დე ბრუინი, აზარი

მსაჯი: ა. კუნია (ურუგვაი)

კომენტარები

ბოლო ამბები