Thumbnail
  • ფიფამ დომაგოი ვიდა დაინდო და მხოლოდ გააფრთხილა
  • ვუკოევიჩი საკუთარი ფედერაციის რისხვას ვერ გადაურჩა

დადასტურებული ინფორმაციით, ხორვატიის ფეხბურთის ასოციაციამ ოგნიენ ვუკოევიჩი ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან და დელეგაციიდან მოკვეთა. ვუკოევიჩმა სანაკრებო კარიერა 2014 წელს დაასრულა, თუმცა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ნაკრების დელეგაციის წევრი იყო. ვუკოევიჩის მოვალეობაში სკაუტინგი და ხორვატიის ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება შედიოდა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

მოკლედ შეგახსენებთ ისტორიას: რუსეთის ნაკრებთან, მუნდიალის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ, ვუკოევიჩმა და დომაგოი ვიდამ ჩაწერეს პატარა ვიდეო, სადაც ამბობენ სიტყვებს - “Слава Украине” და გამარჯვებას უძღვნიან ქვეყანას, სადაც ორივე მათგანი თამაშობდა. ფიფამ დომაგოი ვიდა მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. აი, ვუკოევიჩს კი, მკაცრი სასჯელი არ ასცდა. როგორც ჩანს, ხორვატიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას ზეწოლის ქვეშ მოექცა, რადგან ვუკოევიჩი ამ ფაქტიდან ორი დღის გასვლის შემდეგ დაისაჯა.

ხორვატიის ფეხბურთის ასოციაცია ბოდიშს უხდის რუს ხალხს ნაკრების წევრის ასეთი საქციელის გამო. ოგნენ ვუკოევიჩის აკრედიტაცია დღეიდან გაუქმებულია და ის სტადიონზე ვეღარ მოხვდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვუკოევიჩი და ვიდა ბოდიშს იხდიან იმ სიტყვების გამო, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ ტოვებდნენ შესაძლებლობას გაგებული ყოფილიყო, როგორც პოლიტიკური განცხადება.

ოგნიენ ვუკოევიჩი და დომაგოი ვიდა

ოგნიენ ვუკოევიჩის მოკვეთასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - დავორ შუკერმა.

“ბოდიშს ვიხდით იმის გამო, რაც ვუკოევიჩმა გააკეთა. ამას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირი არ აქვს. არანაირი პოლიტიკა ფეხბურთში - ამ საკითხში ფიფას მხარს სრულად ვუჭერთ. ვუკოევიჩის აკრედიტაცია ანულირებულია და ის სტადიონზე ვეღარ მოხვდება. პირადად მე, შემიძლია მხოლოდ ბოდიში მოვიხადო ამ საქციელის გამო. არ არის კარგი, როცა პოლიტიკას და ფეხბურთს ერთმანეთში ურევენ. როგორც კი ეს ვიდეო ვნახე, მათი საქციელი მაშინვე გავაკრიტიკე” - განაცხადა შუკერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები